1) - როდის დაინტერესდით იოგათი?
- თავიდან ექიმის რჩევით და პირველივე გაკვეთილიდან თავად გამიჩნდა უსაზღვრო ინტერესი.
2) - უშუალოდ პრაქტიკის დაწყებამდე თუ გქონდათ რაიმე ინფორმაცია იოგას ვარჯიშების შესახებ?
- მქონდა, მაგრამ დიდი დაინტერესება არ მქონია სანამ უშუალოდ არ ჩავერთე იოგის ვარჯიშში.
3) - იოგას შესახებ არსებობს ბევრი ლიტერატურა, ბევრი ამ ლიტერატურის დახმარებით ცდილობს დამოუკიდებლად დაეუფლოს პრაქტიკას. თქვენ შეძლებდით ინსტრუქტორის გარეშე ვარჯიშს მხოლოდ წიგნების დახმარებით? როგორია ინსტრუქტორის როლი იოგას პრაქტიკაში?
- ჩემი აზრით იოგას პრაქტიკაში ინსტრუქტორს უდიდესი როლი აკისრია, რადგან იგი თანმიმდევრულად სწორედ გვიხსნის და გვაჩვენებს თითოეულ მოძრაობას, რაც მთავარი ფაქტორია იოგას სწორად ათვისებაში.
4) - აშთანგა იოგას პრაქტიკა მოიცავს მოძრაობის (პოზების) შეწყობას სუნთქვასთან (უჯჯაი) და მზერის ფიქსაციასთან. რამდენად ახერხებთ სამივე ელემენტის შერწყმას?
- თავიდან რა თქმა უნდა გამიჭირდა სამივეს შერწყმა და სწორედ ამიტომ არის საჭირო ინსტრუქტორი, რომ აგიხსნას თანმიმდევრულად როგორ უნდა შეასრულო თითოეული ელემენტი.
5) - ვარჯიში ზოგადად კარგად მოქმედებს ტონუსზე. განსაკუთრებით ამის თქმა შეიძლება იოგას ვარჯიშებზე. როგორია განწყობა ვარჯიშის შემდეგ?
- განწყობაც და ენერგიაც ვარჯიშის შემდეგ ბევრად პოზიტიურია.
6) - ვარჯიში მუსკის თანხლებით უფრო სასურველია თუ მუსიკის გარეშე, სრულს სიჩუმეში?
- მუსიკა არანაირად არ მიშლის ხელს, პირიქით, ვფიქრობ სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
7) - მას შემდეგ რაც იოგას პრაქტიკაში ჩაერთეთ, თქვენს გარემოცვაში (მეგობრები, ნათესავები) თუ გირჩევიათ ვინმესთვის რომ მოგბაძონ და მათაც დაიწყონ ვარჯიში?
- ადრე არა, მაგრამ საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ყველას ვურჩევ აქტიურად ჩაერთოს იოგას ვარჯიშში, რადგან ის გვეხმარება არამარტო ფიზიკურ აქტივობაში არამედ სულიერ განტვირთვაშიც. მადლობა გიორგი გულბანს საინტერესო შეკითხვებისთვის და თეო ქავთარაძეს საინტერესო პასუხებისთვის.