1) - პოზა, რომელსაც სიამოვნებით აკეთებთ. - კარნაპიდასანა.

2) -მაისორი თუ სინქრონული კლასი (რატომ?) - მაისორი, რადგან ამ დროს გაქვს შესაძლებლობა კონკრეტული პოზის დამუშავებას დაუთმო უფრო მეტი დრო და კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ პრაქტიკაზე გადაიტანო.

3) - რაზე ფიქრობთ ვარჯიშის დროს? - ვარჯიშის დროს ვცდილობ, რომ არაფერზე ვიფიქრო გარდა სუნთქვისა და თითოეული ასანის სწორად შესრულებისა. ეს მეხმარება დავივწყო ყველაფერი და მხოლოდ პრაქტიკაზე გადავერთო, რაც ძალიან კარგი გრძნობაა.

4) - რა შეიცვალა მას შემდეგ რაც უჯჯაის სუნთქვა დაიწყე? - უჯჯაის სუნთქვა თავიდან საკმაოდ გამიჭირდა, ვინაიდან მოითხოვს ზუსტ შესრულებას და პრაქტიკას, რომ სწორად გამოგივიდეს. შემდეგ უფრო და უფრო გიადვილდება და სუნთქვის კონტროლსაც ახდენ, რათა ზუსტად ჩასვა სინქრონში პოზების გაკეთების დროს. უჯჯაი, ეს არის ღრმა და მშვიდი სუნთქვა, რომელიც იოგის პრაქტიკისას მეხმარება ასანების ადვილად შესრულებაში, ასევე კუნთების და სახსრების მოდუნებაში, რის შემდეგაც აღარ ვარ დაძაბული და პოზების შესრულებისას შედარებით ნაკლებ ტკივილს ვგრძნობ.

5) - რას ჭამთ იოგას ვარჯიშის მერე? - იქედან გამომდინარე, რომ საღამოს ვვარჯიშობ, ვცდილობ მსუბაქად ვივახშმო პრაქტიკის შემდეგ. ძირითადად ჩაის ვსვამ სენდვიჩთან ერთად.

6) - რისი მიღწევა გინდათ იოგას ვარჯიშით? - იოგას ვარჯიშით, პირველ რიგში ფიზიკურ სიძლიერეს მინდა მივაღწიო, რაც დამეხმარება საკუთარი სხეულის დამორჩილებაში. იოგაში ყველაზე ძალიან რაც მომწონს არის ის, რომ არ არის საჭირო ფიზიკურად ძალიან მოქნილი იყო, პრაქტიკით ყველაფრის მიღწევა შესაძლებებლია. ამასთან ერთად, იოგა საუკეთესო საშუალებაა მოსწყდე ყოველდღიურობას და გათავისუფლდე დაძაბულობისა და სტრესისგან. იოგა საუკეთესო შერწყმაა დატვირთული ვარჯიშისა და სულიერად დასვენების, რაც საოცრად გამსუბუქებს პრაქტიკის შემდეგ.

7) - საიდან გაიგე იოგას სახლის შესახებ? ვინ გირჩია? - დიდი ხანია იოგათივარ დაინტერესებული. თავდაპირველად ვიდეოებს ვუყურებდი და საიტებს ვათვალერებდი იოგას შესახებ, რაც ჩემთვის ინსპირაციის წყარო გახდა. იოგას სახლსაც ამ საიტებიდან მივაკვლიე და ბედნიერი ვარ რომ აქ მოვხვდი!