1) - როდიდან დაინტერესდით იოგათი?
- იოგათი დავინტერესდი 2014 წლიდან.
2) - საიდან შეიტყვეთ იოგას სახლის შესახებ?
- ინტერნეტში აღმოვაჩინე იოგას სახლის წევრთა სურათები, რამაც მომხიბლა და ვიფიქრე ჩემთვისაც დიდი გამოწვევა იქნებოდა მსგავსი შედეგების მიღწევა.
3) - მაისორი გირჩევნიათ თუ სინქრონული კლასი?
- თავიდან ვარჯიში დავიწყე ჯგუფში და ეს დამეხმარა ვყოფილიყავი უფრო მობილიზებული და სინქრონული, მაგრამ როცა დაემატა მაისორის კლასები მას მივანიჭე უპირატესობა, რადგან აქ ხარ საკუთარ თვთან მარტო, შენს რიტმში ხარ და არ ხარ სხვაზე დამოკიდებული. უსმენ მხოლოდ საკუთარ სხეულს.
4) - რაში დაგეხმარათ უჯჯაის სუნთქვა?
- როგორც ცნობილია უჯჯაით სუნთქვა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ოფლისა და ტოქსინების გამოყოფას. ის ასევე გეხმარება ყურადღება გადაიტანო მხოლოდ სუნთქვის რიტმზე და აკონტროლო იგი, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს ყოველდღიური ფიქრებისგან განთავისუფლებას.
5)- რას ჭამთ იოგას ვარჯიშის შემდეგ?
- ვარჯიშის შემდეგ ძირითადად ვიღებ რძის ნაწარმს.
6) - რისი მიღწევა გინდათ იოგას ვარჯიშით?
- იოგას ვარჯიშით პირველ რიგში მინდა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება. ამის პარალელურად პოზების გართულება. ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტია და საკუთარი თავის გამოწვევა.
7) - რა შეცვალა თქვენში იოგამ?
- ფიზიკური კუთხით გავხდი უფრო ელასტიური და მოქნილი. ცვლილებები განიცადა ჩემმა შინაგანმა სამყარომ და აზროვნებამაც. გავხდი უფრო მშვიდი.
8) - რა ადგილი უჭირავს იოგას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- იოგამ არა მხოლოდ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არამედ ჩემს ძველ წარმოდგენებზეც იქონია დიდი გავლენა. ის პოზები, რომლებსაც სხვისი შესრულებით დიდი აღფრთოვანებით ვუყურებდი სულ რამდენიმე თვეში მეც ავითვისე და ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი და ამავე დროს სასიამოვნოც, როცა დასახულ მიზნამდე კიდევ უფრო მალე მივედი. იოგამ შემმატა საკუთარი თავის რწმენა და კარგად გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია თუნდაც მისთვის წარმოუდგენელი მწვერვალები დაიპყროს თუკი იგი იშრომებს და ჩადებს თავის მაქსიმუმს საქმეში. რადგან იოგა არის შერწყმისა და გაერთიანების ხელოვნება ყველას გისურვებთ სიყვარულთან შერწყმას.
ფოტო + ინტერვიუ (თამარ ხორავა)
1) - როდიდან დაინტერესდით იოგათი?- იოგათი დავინტერესდი 2014 წლიდან.2) - საიდან შეიტყვეთ იოგას სახლის შესახებ?- ინტერნეტში აღმოვაჩინე იოგას სახლის წევრთა სურათებ