1) - რატომ დაინტერესდით თავიდან იოგათი და საიდან შეიტყვე იოგას სახლის შესახებ?
- ეს ძალიან ჩვეულებრივად მოხდა, ფეისბუკზე წავაწყდი ინფორმაციას, დავინტერესდი და მოვედი.
2) - მაისორი თუ სინქრონული კლასი?
- 4 წლის მანძილზე მხოლოდ სინქრონულ ჯგუფში ვვარჯიშობდი, ადრე პრინციპში მხოლოდ ამის საშუალება იყო, თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ პროგრამას. სინქრონულ ჯგუფში, ნუ სანამ მოძრაობებს ისწავლი უფრო ადვილია, იმიტომ რომ მიყვები მასწავლებელს და დაკვირვების საშუალება გაქვს, მე პირადად, როდესაც ვხედავ თუ როგორ კეთდება მოძრაობა სწორად, უფრო მამახსოვრდება.მაგრამ რაღაც ეტაპის მერე მაისორი გეხმარება უფრო უკეთესად იმუშავო საკუთარ თავზე.
3) - რისი მიღწევა გინდათ იოგას ვარჯიშით?
- იოგამ ჩემთვის ახალი სამყარო გახსნა, "მოძრაობის სამყარო", მოქმედების, სხვა შესაძლებლობების. ეს ეხება როგორც სხეულს, ასევე გონებას.
4) - რა განსხვავება იგრძენით ჩვეულებრივი სუნთქვიდან უჯჯაიზე გადასვლის შემდეგ?
- უჯაი მეხმარება სხეულის უფრო მეტად მობილიზებაში, უფრო მეტად ვარ ჩართული ვარჯიშის პროცესში.
5) - რაზე ფიქრობთ ვარჯიშის დროს?
- ვარჯიშზე უფრო ვაკვირდები სხეულს , ვგრძნობ იმ კუნთებს, რომელთა ასებობაც კი არ ვიცოდი მანამდე . ( ფეხის ტერფებს)
:))
6) - სასიამოვნო მოგონება იოგასთან (ან იოგას სახლთან) დაკავშირებით.
- ბევრი კარგი მოგონება მაქვს. პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ადამიანები და მეგობრები მომცა იოგას სახლმა. აქ ყველა ეხმარება ერთმანეთს. იოგა ნამდვილად არაა მხოლოდ ფიზიკური პრაქტიკა, ეს იგრძნობა თუნდაც ერთ ვარჯიშზე დასწრებით. პირველი იოგა წვეულება დამამახსოვრდა ძალიან, ხილიანზე. მცირე თეატრალური შოუ დადგეს ბიჭებმა და რაღაც ძაან მაგარ მელოდიას უკრავდა გიორგი, რომელიც ზღვას მაგონებდა, გავხედავდი ხოლმე ეზოში მდგარ დათოვლი პალმას და თითქოს ზღვის სუნს ვგრძნიბდი... მერე რუსთაველზე გადავედით, მერე საბურთალოზე. ახლა ვართ ვაკეში. მე მომწონს ეს მოგზაურობა, ახალი ადგილები ახალ იდეებს ბადებენ.