1) - როგორ დაინტერესდით იოგათი?
- იოგაზე ექიმის რჩევით მოვხვდი, ეხლა უკვე მოთხოვნილება მაქვს.

2) - მაისორი თუ სინქრონული ჯგუფი? რატომ?
- ამ ეტაპზე სინქრონული - უფრო მობილიზებულს გხდის, თან ისეთ ჯგუფში ვარ მოტივაცია მიმაღლდება მათთან სინქრონში ვარჯიშისას. მაისორს მაშინ მივანიჭებ უპირატესობას, როცა ყველა პოზის გაკეთებას შევძლებ დამოუკიდებლად და საკუთარი სხეულის მართვას..

3) - პოზა, რომელსაც სიამოვნებით აკეთებთ.
- თავზე დგომა (ბადდჰაჰასტაშირშასანა).

4) - რაზე ფიქრობთ ვარჯიშის დროს?
- ცოტა რთულია, დამღლელი დღის შემდეგ ყველა ფიქრის განდევნა, ამიტომ ვცდილობ კონცენტრაცია სრულად გადავიტანო ასანების სწორად შესრულებაზე და სუნთქვაზე..

5) - რისი მიღწევა გინდა იოგას ვარჯიშით?
-პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვა..
ფიზიკურად ფორმაში ყოფნა, როცა ყოველი ახალი პოზა, ახალი შერკინებაა საკუთარ თავთან და ხვდები, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია თუკი მოინდომებ..
და ალბათ, რაც ყველაზე მთავარია - საკუთარი ფიქრების და ემოციების მართვა, სულიერი სიმშვიდის მოპოვება..

6) - რას შეადარებდით იოგას ვარჯიშს? რასთან ასოცირდება იგი თქვენთვის?
- იოგას ვარჯიში ეს არის ყოველდღიურობისგან შორს ყოფნა, საკუთარი სხეულისა და გონების მართვა, საოცარი სიმსუბუქისა და ამავე დროს უსაზღვრო ენერგიის ნაკრები..

7) - რა ცვლილებები შეამჩნიეთ მას შემდეგ, რაც ვარჯიში დაიწყეთ?
- ფიზიკურად უფრო მოქნილი და ძლიერი გავხდი - კუნთები დამეტყო.
შინაგანად - საკუთარი თავის რწმენა ვისწავლე, მივხვდი იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე მეგონა რომ შემეძლო..