1) - როგორ დაიწეთ იოგას ვარჯიში?
- თავიდან მეგობრის რჩევით დავიწყე ვარჯიში და ასე მოვხვდი იოგას სახლში, შემდეგ ისე დამაინტერესა და ჩამითრია რომ ახლა უკვე ცხოვრების წესად იქცა იოგას ვარჯიში ჩემთვის.
2) - მაისორი თუ სინქრონული კლასი? რატომ?
- მე თითქმის სულ სინქრონულ კლასში ვვარჯიშობდი/ვვარჯიშობ და მომწონს, უფრო მობილიზებული ვარ, თან ძალიან მაგარ ჯგუფთან მიწევს ვარჯიში და სტიმულია ჩემთვის მათთან ერთად სინქრონში ვარჯიში. ზოგადად ალბათ ორივე სტილი მისაღებია გარკვეულ ეტაპებზე და ორივეს თავისი პლუსები აქვს.
3) - რაზე ფიქრობთ ვარჯიშის დროს?
- ვცდილობ ასანები სწორად შევასრული, ვარჯიშის დროს ორიენტირებული ვარ სუნთქვაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვცდილობ სუნთქვის რიტმი არ დავკარგო და შევინარჩუნო ვარჯიშის ბოლომდე.
4) - რასთან ასოცირდება თქვენთვის იოგა?
- ჯანსაღი ცხოვრების წესთან, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეცნობასთან.. ამ დროს ისეთ რაღაცეებს აღმოაჩენ საკუთარ თავში, მანამდე შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდა.. საოცარი სტიმულია.
5) - რისი მიღწევა გინდათ იოგას ვარჯიშით?
- გარდა იმისა რომ მინდა გავაუმჯობესო ასანები და კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყო, მინდა რომ შევინარჩუნო ჯანსაღი ცხოვრების წესი, უფრო კომფორტულად ვიყო საკუთარ თავთან/სხეულთან და სამყაროსთან. საერთოდ, იოგას ვარჯიშისას ჩემთვის თვითონ პროცესია უფრო მნიშვნელოვანი (და საინტერესოც) ვიდრე შედეგი, მინდა რომ პროცესისგან მივიღო სიამოვნება და ყველა ის სარგებელი რაც იოგას ვარჯიშს აქვს.
6) - რა გავლენა იქონია უჯჯაის სუნთქვამ თქვენს ვარჯიშზე?
- დადებითი გავლენა იქონია რა თქმა უნდა, სწორედ ის გეხმარება კონცენტრაციაში და ასანების სწორად/უკეთ შესრულებაში.
7) - რა შეცველა თქვენში იოგამ?
- არ ვიცი, ალბათ შემცვალა რაღაც კუთხით... უფრო შინაგანად, ახალი და დადებითი ენერგიით მავსებს ყოველთვის და საშუალებას მაძლევს ყოველდღიური ქაოსისგან გავთავისუფლდე. გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო რწმუნდები, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
8) - რაიმე რჩევა თუ გექნებათ მათთვის, ვინც ახლა დაიწყო ვარჯიში, ან აპირებს დაწყებას.
- მთავარია დაიწყონ, სცადონ, ივარჯიშონ და მერე თანდათან ყველაფერი თავისით მოვა. ვურჩევდი იმას, რასაც პრინციპში ჩემ თავსაც ვურჩევ. თავიდან ვარჯიში რომ დავიწყე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა გარკვეული ასანების შესრულება და კონცენტრაციაც მიჭირდა. ნებისყოფა და მოთმინება უმნიშვნელოვანესია, სჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.