წინზნექი იოგას პოზების ერთ-ერთი კატეგორიაა. იგი სრულდება დამდგარ, დამჯდარ ან დაწოლილ მდგომარეობაში. ამავდროულად სრულდება როგორც შეტყუპებული ფეხებით, ისე - გაშლილით. აგრეთვე, სრულდება ცალი ფეხით (მეორე ამ დროს მოხრილია, სხვადასხვა პოზიციაშია). 

წინზნექის დროს იჭიმება: ფეხის უკანა კუნთები ზურგის კუნთები,  (მუხლქვეშა კუნთები, დუნდულა კუნთები, მსხლისებრი კუნთი, ბარძაყის დიდი მომზიდველი კუნთი,  კანჭის უკანა ჯგუფის კუნთები).

ზეწოლისთვის ვიყენებთ სხეულის წონას ან შესაძლებელია დამხმარე ქამრის გამოყენება. ზეწოლა ყველაზე უფრო ეფექტიანია, როდესაც ფეხზე ვდგავართ, რადგან ამ დროს ვიყენებთ გრავიტაციის ძალას. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება ბოლომდე დავიხაროთ, მაგრამ სრულიად გამართული ზურგით.

ტექნიკა:

  1. ტერფები ერთმანეთის პარალერულია;
  2. ფეხები გამართულია, მაგრამ არ არის „ჩაკეტილი" მუხლის სახსრებში;
  3. ხერხემალი აუცილებლად გამართული უნდა  და ერთ ხაზზე იყოს (რადგან მოხრილი კეთება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს);
  4. მხრები გაშლილი და ყურების საპირისპიროდ უნდა იყოს მიმართული;
  5. თავი არ უნდა მივმართოთ მუხლებისკენ, არამედ რაც შეიძლება წინ უნდა წავიღოთ.