1) - თავიდან რატომ დაიწყეთ იოგას ვარჯიში?
- როდესაც გავიგე, რომ ხერხემლის გამრუდება მქონდა გადავწყვიტე რაც შეიძლება შედეგიანი გზა მეპოვა ამ პრობლემის გამოსასწორებლად, შემომთავაზეს იოგა და მეც დავიწყე ვერჯიში.
2) - მაისორი თუ სინქრონული კლასი? რატომ?
- სინქრონული კლასი, რადგან ასეთ ჯგუფთან ერთად ვარჯიში, მეტ მოტივაციას მაძლევს.
3) - როგორ მოქმედებს თქვენზე უჯჯაის სუნთქვა?
- უჯჯაის სუნთქვა მეხმარება თითოეული პოზის შეგრძნებაში და მასზე კონცეტრირებაში.
4) - პოზა, რომელსაც სიამოვნებით აკეთებთ.
- კარნაპიდასანა.
5) - რაზე ფიქრობთ ვარჯიშის დროს?
- ვარჯიშის დროს ხშირად ვფიქრობ სუნთქვაზე და თითოეული პოზის დახვეწაზე.
6) - რა წარმოდგენები და შეხედულებები აქვთ ხოლმე თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს იოგას შესხებ?
- ხშირ შემთხვევაში იოგა ბევრისთვის უცხოა და ამიტომ უჩნდებათ კითხვა ვაკეთებ თუ არა შპაგატს, ან ვაკეთებ თუ არა ლოტოსის პოზას. ძირითადად ტანვარჯიშთან აკავშირებენ.
7) - როგორ იმოქმედა თქვენზე იოგას ვარჯიშმა?
- ალბათ შემცვალა... მეტი ენერგია და დადებითი მუხტი მომცა. მეხმარება ზოგჯერ ყველაფრისგან მოწყვეტაში. რა თქმა უნდა ვარჯიშმა ხერხემლის გამრუდებაზეც დადებითად იმოქმედა, ვცდილობ ვიარო გამართულად და ვარჯიშის დროსაც დიდ ყურადღებას ვუთმობ ხერხემალს.