ჰარვარდის მასაჩუსეტსის ფილიალის ცენტრალური ჰოსპიტალის (MGH) კვლევის თანახმად, რომლებიც რელაქსაციაზე ორიენტირებული პრაქტიკით დაკავებულ ადამიანებს აკვირდებობდნენ, დაასკვნეს, რომ რელაქსაციაზე ორიენტირებული მეთოდები, ისეთები როგორებიცაა, მედიტაცია და იოგა ამცირებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის საჭიროებას 43%-ით.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ამგვარი სარელაქსაციო პრაქტიკები — რომლებიც ღრმა ფსიქოლოგიური სიმშვიდეს იწვევენ — არა მხოლოდ სტრესს ამცირებენ, არამედ ფიზიოლოგიურ ფაქტორებზეც ახდენენ ზეგავლენას, ისეთზე როგორებიცაა: მაღალი არტერიული წნევა, გულის ცემა და ჟანგბადით მომარაგება.
კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ სტრესთან დაკავშირებული დაავადებები, ისეთები როგორებიცა: ნევროზი და დეპრესია, არის რიგით მესამე დანახარჯებთან დაკავშირებული აშშ-ში, გულისა და სიმსივნური დაავადებების შემდეგ (ესენიც ასევე სტრეს-ფაქტორებზეც არიან დამოკიდებული).
კვლევა, რომელიც MGH ინსტიტუტმა (BHI) გასწია, დაადგინა, რომ პირები, რომლებიც რელაქსაციაზე-ორიენტირებულ პრაქტიკას მისდევენ, უფრო ნაკლებ სამედიცინო სერვისის იყენებენ ამ პრაქტიკაში ჩართვის წელს, ვიდრე გასულ წელს.