1) - რა მიზნით დაიწყეთ ვარჯიში და როგორ მოხვდით იოგას სახლში?
- იოგას სახლზე facebook-დან გავიგე. დიდი ხანია მინდოდა სადმე ვარჯიშის დაწყება. მიზანი, პირველ რიგში, მჯდომიარე ცხოვრების სტილის შეცვლა, ზურგის და მთელი ორგანიზმის გაჯანსაღება. მეორე, კარგ ფორმაში ჩადგომა და მესამე, ტანის სრულად ფლობა.
2) - თავიდან რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ვარჯიშზე? რა სირთულეებს წააწყდით?
- არ მეგონა თუ იოგას ყველაზე მარტივი ელემენტიც კი ასეთი რთული გასაკეთებელი იქნებოდა. ყველაზე დიდი სირთულე საკუთარი ორგანიზმის დაძლევაა, ეხლა რასაც ვაკეთებ 3 თვის წინ ვერც წარმომედგინა.
3) - მაისორი თუ სინქრონული ჯგუფი?
- სინქრონული, იმიტომ რომ ჩემზე გამოცდილ ჯგუფს მივყვები . თავიდან რთული იყო. მაგრამ ვითმენდი და ნელ-ნელა მიადვილდება აყოლა.
4) - როგორ იმოქმედა თქვენზე ვარჯიშმა?
- სამი თვე მივყვები იოგას პრაქტიკას. ნელ-ნელა ზურგის პრობლემები მეხსნება. ზედმეტი წონა ქრება. წელზე სანტიმეტრები ნელ ნელა იკლებს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება, როგორც სიმსუბუქე და სიცოცლე უფრო ხალისიანი ხდება.
5) - რას გვეტყვით კვების და ვარჯიშის ურთიერთდამოკიდებულებზე?
- კვება ჩვენ ორგანიზმზე მოქმედებს. როგორც ვარჯიში. იმისათვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა სწორად იფუნქციონეროს საჭიროა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. ორივეს თანამედროვე ადამიანი თვითონ ირჩევს. სამწუხაროდ საქართველოში არც სწორი კვება და არც ფიზიკური კულტურა არ არის გავრცელებული.
6) - რა აზრის ხართ "ტრადიციულ" დიეტებზე და ჯანსაღ კვებაზე?
- დიეტა ბერძნული სიტყვაა და სწორ კვებას ნიშნავს. ზოგს ჰგონია დიეტა შიმშილია ან რამე პროდუქტის შეზღუდვა. საკვების თვითნებური შეზღუდვით ბევრი თავის თავს ზიანს აყენებს. ეს აშკარად არ ჩანს იმიტომ რომ ორგანიზმი საკუთარ რესურს ხარჯავს თავისი თავის ჩვენგან დასაცავად.
7) - რას ურჩევდით მათ, ვინც ტრადიციული დიეტებით ცდილობს წონაში დაკლებას (სხეულის კორექციას)?
- როგორც გამოცდილი ადამიანი(-40კგ) ყველას ურჩევ გამოცდილ და ამ სფეროში მცოდნე ენდოკრინოლოგს მიმართოს. ამ შემთხვევაში ადამიანი თვითონ ირჩევს საკვებს, ენდოკრინოლოგი მხოლოდ ულუფის ზომას
უსაზღვრავს.
8) - რასთან ასოცირდება თქვენთვის იოგას ვარჯიში?
- იოგას ვარჯიშის დროს ემოციებისგან განთავისუფლებული ვარ. ვარჯიშიდან, როგორც კარგი მექისედან გამოდიხარ, მთელი ორგანიზმია დამუშავებული. საბოლოო ჯამში გაჯანსაღებული ორგანიზმი სიხარულს მანიჭებს.