როგორ მოხვდით იოგას სახლში და ვინ გირჩიათ იოგა ?
თანამშრომელმა მირჩია, თუმცა ვიცოდი რომ იოგა, რომლის დროსაც ხდებოდა სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიში კარგი იქნებოდა ჩემთვის და ჩემი ბავშვისთვის. . ჩემს მეგობარს ვუთხარი რომ ვეძებდი იოგას, რომელიც სპეციალურად ორსულებითვის იქნებოდა განკუთვნილი და მან მომცა თქვენი ვებ გვერდის მისამარათი.
როგორი რეაქცია ქონდათ თქვენს ნაცნობებს, როდესაც გაიგეს რომ ორსულობის პერიოდში იოგათი დაკავდით?
რეაქცია ძირითადად ორი სახის იყო: ნაწილი მეუბნებოდა რომ ზედმეტი იყო და შეიძლებოდა საფრხე შეექნმა ორსულობისთვის ( ძირიდად ხანშიშესულები), ხოლო მეორე ნაწილის რეაქცია დადებითი იყო და მეუბენოდნენ, რომ აუცილებლად დამეხმარებოდა ვარჯიში ორსულობის პერიოდში და მშობიარობის დროს.
რაიმე სირთულეების გადალახვა თუ მოგიწიათ?
დიდი სირთულეები არ შემხვედრია, თუმცა პირველი ორი ვარჯიში მაინც ნვერვიულობდი, რადგან ჩემს ირგვლივ არც ერთი ორსული არ დადიოდა იოგაზე და ჩემთვისაც ახალი იყო.
როგორ მოქმედებს ვარჯიში თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასა და განწყობაზე?
ძალიან მამშვიდებს და ჩემდა უნებურად მაძლევს რწმენას რომ, რადგანაც ვარჯიშობ აუცილებლად დამეხმარება მშობიარობის დროს და ეს რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის .
საკმაოდ გაბედული ბრძანდებით J რომელ ასანაში (პოზაში) გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
თავაწეული ძაღლი J
რას ურჩევდით მომავალ დედებს?
ვურჩევდი რომ მეტი ივარჯიშონ, თუ რა თქმა უნდა ორსულობა აძლევს ამის საშუალებას( ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ). ორსულობა არ არის ავადმყოფობა და რაც შეიძლება უფრო დადებითი მხრიდან უნდა შეხედონ ამას და გააკეთონ ის მცირე აქტივობები, რაც მათში დადებით ემოციას გამოიწვევს , რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დედისთვის ასევე ბავშვისთვის.