1) - რასთან ასოცირდება თქვენთვის იოგა?
- დასვენებასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან.
2) - რითი გაგაკვირვათ საკუთარმა სხეულმა? თუ გქონიათ რამე აღმოჩენა, რასაც არ ელოდით.
- ყოველი ვარჯიშის დროს ვხვდები, რომ წინა ვარჯიშთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამომდის. ყოველთვის მეგონა რომ საკმაოდ სუსტი ვიყავი, თუმცა იოგამ დამანახა, რომ ეს ასე არ არის. ალბათ ყველაზე მაგარი გრძნობაა, როდესაც პირველად შენი სხეულის წონას ხელებზე აბალანსებ.
3) - რამდენად ხშირად აკავშირებს თქვენს ირგვლივ მყოფი ხალხი იოგას რელიგიასთან და თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით.
- ჩემი მეგობრებისთვის და ოჯახისთვის იოგა რელიგიასთან არ ასოცირდება და არის ფიზიკური აქტივობა, რომელიც განტვირთვაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში გეხმარება. თუმცა, ბევრი შემხვედრია, ვისთვისაც იოგა და რელიგია (ძირითადად მართმადიდებლობა) კონფლიქტში შემოდის და მიაჩნიათ, რომ მართმადიდებლობა იოგას კრძალავს. ეს ძირითადად უცოდინრობითაა გამოწვეული (რელიგიისა და იოგის ცნების).
4) - რას შეცვლიდით იოგას სახლის სწავლების მეთოდებში?
- მომწონს სინქრონული ვარჯიშების და მაისორის სტილის შერწყმა, რაც იოგას სახლში არის, ამიტომ არაფერს შევცვლიდი.
5) - როგორ მოქმედებს თქვენზე ერთკვირიანი ან ორკვირიანი შესვენება?
- მქონია შემთხვევები როდესაც შესვენების შემდგომ დაბრუნებულს ვარჯიში უკეთესად გამომდის, ხანდახან პირიქით, ამიტომ მაინც ინდივიდუალურია.
6) - რა შეგრძნებებით ტოვებთ იოგას სახლს ვარჯიშის შემდეგ?
- ყოველთვის დასვენებული და დამშვიდებული ვარ, მიუხედავად იმისა რომ სამსახურის მერე მოვდივარ სავარჯიშოდ და ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე.
7) - რას ურჩევდით მათ ვინც ახლახანს დაიწყო ვარჯიში ან აპირებს დაწყებას?
- მიყევით სერიას და რამდენიმე გაკვეთილში მთელს ვარჯიშს იოლად და ბუნებრივად გააკეთებთ.
ფოტო + ინტერვიუ (მაშო გოძიაშვილი)
1) - რასთან ასოცირდება თქვენთვის იოგა?- დასვენებასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან. 2) - რითი გაგაკვირვათ საკუთარმა სხეულმა? თუ გქონიათ რამე აღმოჩენა, რასაც არ ე