აშთანგა იოგას აქვს რეპუტაცია, რომ ეს ძალიან რთული პრაქტიკაა და დიდი ძალას მოითხოვს. როდესაც ეს მესმის, გული მწყდება, რადგან, ფაქტობრივად, ამის პრაქტიკა ყველას შეუძლია. მე არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვინც ვერ შეძლო აშთანგა იოგას პრაქტიკა. მე მიმუშავია უსინათლო და სმენა დაქვეითებულ ადამიანებთან, აგრეთვე ადამიანებთან, რომლებსაც დაკარგული ჰქონდათ კიდურები. პატაბჰი ჯოისი მაისორში ასწავლიდა ბიჭს, რომელიც პარალიზებული იყო კისრის ტრავმის შედეგად. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც პრაქტიკას ვიწყებთ, ის უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რა საშუალებებიც გვაქვს. არიან მასწავლებლები, რომლებიც ჭკუას კარგავენ ფიზიკურ მონაცემებზე, მაგრამ აშთანგა არის ინსტრუმენტი და თავისთავად ინსტრუმენტით ვერავინ დაზიანდება. მაგალითად, როდესაც ჩაქუჩს თითში ჩავირტყამ, ამაში ჩაქუჩს ვერ დავადანაშაულებ, ან ვინმემ რომ ჩამარტყას ჩაქუჩი, ამ შემთხვევაშიც არ იქნება ეს ჩაქუჩის ბრალი. ჩვენ შეიძლება ზიანი მოგვიტანოს ყველაფერმა. იოგა უნდა იყოს საშუალება იმისა, რომ მოვიშოროთ ტკივილი და დავამარცხოთ გარკვეული სირთულეები და არა იმისთვის, რომ ზიანი და უსიანოვნებები მოვუტანოთ საკუთარ თავს. ასე რომ, აშთანგა იოგაზე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, მოდით და სცადეთ, გააკეთეთ ისე, როგორც გესიამოვნებათ, შეასრულეთ ნელა, მოუსმინეთ საკუთარ სუნთქვას, ყურადღება სუნთქვაზე მიაპყარით და იგრძნობთ სიღრმეს. სიღრმე სუნთქვაშია და არა იმაში თუ რამდენად მაქსიმალურად ვასრულებთ ვარჯიშს. მაშასადამე, აშთანგა ინსტრუმენტია, ეს საოცარი ინსტრუმენტია, თუმცა ეს არ არის იოგას ერთადერთი ინსტუმენტი, მე არ ვარ აშტანგა იოგას ევანგელისტი, რომ მთელი მსოფლიოს ამაზე მოქცევას ვაპირებდე. მე უბრალოდ მომწონს ეს.
იოგა ყველასთვის არის - დევიდ სვენსონის ინტერვიუ ქართულად (ტექსტი+ვიდეო)
აშთანგა იოგას აქვს რეპუტაცია, რომ ეს ძალიან რთული პრაქტიკაა და დიდი ძალას მოითხოვს. როდესაც ეს მესმის, გული მწყდება, რადგან, ფაქტობრივად, ამის პრაქტიკა ყვ