ვრკშა ხეს ნიშნავს.
შესრულების ტექნიკა
1. დადექტით ტადასანაში (ფოტო 1).
2. მარჯვენა ფეხი მუხლის სახსარში მოხარეთ და მარჯვენა ქუსლი მარცხენა ბარძაყის დასაწყისში მიიდეთ. მთელი ტერფი მიაბჯინეთ მარცხენა ბარძაყს ისე, რომ თითები ქვემოთ იყოს მიმართული.
3. წონასწორობა მარცხენა ფეხით შეინარჩუნეთ, ხელისგულები შეაერთეთ და თავს ზემოთ ასწიეთ (ფოტო 2).
4. ამ პოზაში დაყოვნდით და ღრმად ისუნთქეთ. შემდეგ ხელები დაუშვით და ხელისგულები დააშორეთ, მარჯვენა ფეხი გამართეთ და კვლავ ტადასანაში დადექით.
5. ეს პოზა გაიმეორეთ მარჯვება ფეხზე დგომშიც: მოათავსეთ მარცხენა ტერფი ბარძაყის დასაწყისში. დაახლოებით იგივე დროის განმავლობაში დაყოვნდით ორივე მხარეს. დაბრუნდით ტადასანაში (ფოტო 1) და მოდუნდით.
ეფექტი
ამ პოზას ფეხის კუნთები ტონუსში მოჰყავს და ავითარებს წონასწორობისა და ბალანსის შეგრძნებას.
2