პარშვა გვერდს ან ფერდს ნიშნავს. მაშასადამე, ეს გახლავთ გაჭიმული გვერდული კუთხის პოზა.

შესრულების ტექნიკა

1. ტადასანაში დადექით (ფოტო 1). შეისუნთქეთ და ფეხები ნახტომით განზე გაშალეთ დაახლოებით 120-135 სმ-ით. ხელები განზე მხრებთან ერთ დონეზე გაშალეთ. ხელისგულები იატაკს უყურებენ (ფოტო 3).

2. ნელი ამოსუნთქვისას, მარჯვენა ტერფი 90 გრადუსით მარჯვნივ შეაბრუნეთ, ხოლო მარცხენა ტერფი — ოდნავ მარჯვნივ. მარცხენა ფეხი გამართული დატოვეთ, ხოლო მარცხენა მუხლი მოჭიმეთ. მარჯვენა ფეხი მუხლის სახსარში მოხარეთ, სანამ ბარძაყი და წვივი მართ კუთხეს არ შექმნიან და  ბარძაყი იატაკის მიმართ პარალელური არ იქნება.

3. მარჯვენა ხელისგული მარჯვენა ტერფის გარედან იატაკზე მოათავსეთ, ხოლო მარჯვენა იღლია მარჯვენა მუხლს მიადეთ. გამართული მარცხენა მხარი მარცხენა ყურთან მიიტანეთ. თავი ზემოთ შეატრიალეთ (ფოტო 8, 9).

4. წელი შეავიწროვეთ და ფეხის უკანა კუნთები გაჭიმეთ. მკერდი, მენჯი და ფეხები ერთ სიბრტყეში უნდა იყოს, ამისთვის მკერდი მაღლა და უკან წაიღეთ. სხეულის ყველა ნაწილი გაჭიმეთ, კონცენტრირდით სხეულის უკანა მხარეზე, განსაკუთრებით — ზურგზე. დააგრძელეთ ხერხემალი ისე, რომ ნეკნებშიც კი იგრძნოთ მოძრაობა, თითქოს კანიც კი უნდა გაიჭიმოს და დაგრძელდეს.

8

9

5. ამ პოზიციაში 30 წამიდან 1 წუთამდე დაყოვნდით, ისუნთქეთ ღრმად და ნელა. შეისუნთქეთ და მარჯვენა ხელისგული იატაკიდან აიღეთ.

6. შეისუნთქეთ, მარჯვენა ფეხი გამართეთ და ხელიც გაშალეთ, როგორც I პოზიციაში.

7. ამოსუნთქვასთან ერთად მარცხენა მხარისთვის საპირისპირო მოძრაობები გააკეთეთ მე-2 დან მე-5 პოზიციებამდე.

8. ამოისუნთქეთ და ნახტომით ტადასანაში დაბრუნდით (ფოტო 1).

ეფექტი

ამ პოზას ტონუსში მოჰყავს კოჭები, მუხლები და ბარძაყები. ასწორებს ბარძაყებისა და წვივების დეფექტებს, ავითარებს გულმკერდს, წელის და თეძოების არეში ცხიმს ამცირებს.  შველის წელისა და ართრიტულ ტკივილებს. აუმჯობესებს პერისტალტიკას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.