პარივრიტტა შებრუნებულს, უკან მიმართულს ნიშნავს.  პარშვა გვერდს ან ფერდს ნიშნავს. კონა — კუთხეა. ეს გახლავთ შებრუნებული ლატერალური კუთხის პოზა.

შესრულების ტექნიკა

1. დადექით ტადასანაში (ფოტო 1).

2. შეისუნთქეთ და ფეხები ნახტომით განზე გაშალეთ დაახლოებით 120-135 სმ-ით. ხელები განზე მხრებთან ერთ დონეზე გაშალეთ. ხელისგულები იატაკს უყურებენ (ფოტო 3).

3. მარჯვენა ტერფი 90 გრადუსით მარჯვნივ შეაბრუნეთ, ხოლო მაცხენა ტერფი 60 გრადუსით მარჯვნივ შეაბრუნეთ, მიაქციეთ ყუადღება, რომ მარცხენა ფეხი შიგნით გამართოთ, ხოლო მარცხენა მუხლი მოჭიმოთ. მარჯვენა ფეხი მუხლის სახსარში მოხარეთ, სანამ ბარძაყი და წვივი მართ კუთხეს არ შექმნიან და  ბარძაყი იატაკის მიმართ პარალელური არ იქნება.

4. ამოისუნთქეთ, ტანი და მაცხენა ფეხი ისე შეაბრუნეთ, რომ მარცხენა მხარი მარჯვენა მუხლის გარედან გადაიტანოთ. მაცხენა ხელისგული მარჯვენა ტერფის გარედან იატაკზე მოათავსეთ, ხოლო მაცხენა იღლია მარჯვენა მუხლს მიადეთ.  (ფოტო 10, 11).

10

11

5. ზურგი კარგად შეატრიალეთ (მარჯვნივ), ტორსი შეაბრუნეთ და გამართული მარჯვენა მხარი მარჯვენა ყურთან მიიტანეთ (როგორც ნაჩვენებია) და გაჭიმულ მარჯვენა ხელს უყურეთ. მარცხენა ფეხი მუხლის სახსარში გამართეთ.

6. ამ პოზიციაში 30 წამიდან 1 წუთამდე დაყოვნდით, ისუნთქეთ ღრმად და ნელა. შეისუნთქეთ და მარჯვენა ხელისგული იატაკიდან აიღეთ. შეისუნთქეთ, მარჯვენა ფეხი გამართეთ და ხელიც გაშალეთ, როგორც მე-2 პოზიციაში.

7. ამოსუნთქვასთან ერთად მარცხენა მხარისთვის საპირისპირო მოძრაობები გააკეთეთ მე-3 დან მე-5 პოზიციებამდე.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობა ჯერ ერთ, ხოლო შემდგომ — მეორე მხარეს კეთდება, დაყოვნების ხანგრძლივობა ორივე მხარეს თანაბარი უნდა იყოს. ეს ძირითადი წესი აქ შემთხვევასაც ეხება. 

ეფექტი

ეს პოზა უფრო ინტენსიურია, ვიდრე პარივრიტტა ტრიკონასანა (ფოტო 6) და მეტი ეფექტიც აქვს. მართალია, რომ აქ ფეხის უკანა კუნთები არ იჭიმება ისე ძლიერად, როგორც პარივიტტა ტრიკონასანაში, მაგრამ მუცხლის ღრუს ორგანოებზე მეტი გავლენა აქვს და საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს. მუცხლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ეს მათს გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. ასანა ხელს უწყობს ნაწლავების ტოქსინებისგან გათავისუფლებას.