უშტრა = აქლემი

შესრულების ტექნიკა

1. იატაკზე ჩაიმუხლეთ. თეძოები და ტერფები ერთმანეთთან მიიტანეთ, ფეხის თითები იატაკზე დააწყვეთ და უკან მიმართეთ.

2. გააკეთეთ დოინჯი. თეძოები დააგრძელეთ, ზურგი უკან გადახარეთ და ნეკნები გაშალეთ (ფოტო 40).

40

3. ამოისუნთქეთ, მარჯვენა ხელისგული მარჯვენა ქუსლზე დადეთ, ხოლო მარცხენა — მარცხენაზე. თუ შესაძლებელია, ხელისგულები ფეხისგულებზე დააწყვეთ.

4. თავი უკან გადასწიეთ და ზურგს თეძოებისკენ მიაწექით. თეძოები იატაკის მიმართ პერპენდიკულარულ პოზიციაში უნდა დარჩნენ.

5. დუნდულოები დაძაბეთ. მთელი ზურგი, კუდუსუნით დაწყებული, გაჭიმეთ, ხოლო კისერი უკან გადაჭიმეთ (ფოტო 41)

41

6. ამ პოზაში დაახლოებით 30 წამის განმავლობაში დაყოვნდით. ისუნთქეთ ჩვეულებრივ.

7. სათითაოდ აიღეთ ხელები და დოინჯი გააკეთეთ ( ფოტო 40) შემდეგ დაჯექით იატაკზე და მოდუნდით.

ეფექტი

ეს პოზა ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც მხრების და ზურგისმოხრილობა აქვს. მთელი ზურგი იჭიმება უკან და ტონუსში მოდის. ეს პოზა უსაფრთხოა ასაკოვანი ადამიანებისთვის და მათთვისაც, ვისაც ხერხემლის ტრავმები აქვს.