თავაწეული ძაღლის პოზა
ურდჰვა = ზემოთ მიმართული, აწეული; მუკჰა = სახე; შვანა = ძაღლი
კლასიფიკაცია
სიმეტრიული უკანზნექი ხელებზე დაყრდნობით
ძვალ-სახსართა სისტემის მუშაობა |
||
ხერხემალი |
ზედა კიდურები |
ქვედა კიდურები |
| გაშლა | მხრების გაშლა და ადუქცია, იდაყვის გაშლა, წინამხრის პრონაცია | გავა-თეძოს სახსრის კონტრნუტაცია, მენჯ-ბარძახის სახსრის გაშლა და ადუქცია, მუხლის გაშლა, კოჭის პლანტარული მოხრა |
კუნთების მუშაობა |
|
ზურგი |
|
კონცენტრული შეკუმშვა |
ექსცენტრული შეკუმშვა |
|
ზურგის გასაშლელად, განსაკუთრებით მკერდის ნადრეკის: ზურგის ექსტენსორები |
წელის ზემობილიზაციის ასარიდებლად: სუკის მცირე, მუცლის კუნთები თავის გადახრის შედეგად ზურგის კისრის წილის ჰიპერექსტენსიის შეკავებისთვის: კისრის წინა კუნთები |
ზედა კიდურები |
|
კონცენტრული შეკუმშვა |
|
|
ბეჭის ფიქსაციისთვის გულმკერდის ყაფაზთან და ხელების ზეწოლა ლავიწის ძვლებში: წინა დაკბილული კუნთი (Serratus anterior) მხრის სახსრის სტაბილიზაცია მხრის შემბრუნებელი კუნთები (Rotator cuff) |
მხრის გაშლისთვის: უკანა დელტისებრი კუნთი (Posterior deltoid) მხრის და იდაყვის გაშლისთვის: მხრის სამთავა კუნთი (Triceps brachii) წინამხრის პრონაციისთვის: მრგვალი და კვადრატული პრონატორი (Pronator quadratus and teres)
|
ქვედა კიდურები |
|
კონცენტრული შეკუმშვა |
|
|
მენჯ-ბარძაყის გაშლის, ადუქციის და შიდა როტაციისთვის: ჰემსთრინგები, დიდი მომზიდველი კუნთი (adductor magnus) მუხლის გამართვისთვის: მუხლის სახსრის კუნთი (Articularis genu), ვასტიები |
კოჭის პლანტარული მოხრისთვის: ქუსლის კუნთი (Soleus) |
შენიშვნები
თუ სასურველ მიზანს გაჭიმვის მთელ ხერხემალზე გადანაწილება წარმოადგენს, საჭირო იქნება, მეტი მოქმედება გულმკერდის არეში და ნაკლები მოქმედება წელისა და კისრის არეში. ეს გულისხმობს გულმკერდის ექსტენსორების კონცენტრულ მოქმედებას, ხოლო კისრისა და წელის მომხრელი კუნთების ექსცენტრულ მოქმედებას.
ზურგის უგანიერესი კუნთები (latissimus dorsi) ვერ დაგვეხმარებიან ამ პოზაში, რადგან ისინი აფიქსირებენ ბეჭებს გულმკერდის ყაფაზზე და ზღუდავენ მოძრაობას მკერდის არეში. ისინი, აგრეთვე, იწვევენ მხრის ძვლის შიდა შებრუნებას და ბეჭების ქვედა შებრუნებას, რაც ამ პოზის საპრისპირო მოქმედებაა.
გამომდინარე წინაღობიდან, მხრის ძვლები ან გარეთ ან შიგნით შებრუნდებიან.
მკლავის პრონატორები და ხელის შიგნითა კუნთები წონას მთელს ხელზე გადაანაწილებენ, რათა დაიცვან ხელისგულის ქუსლი და მაჯაზე დატვირთვა შეამცირონ.
სუნთქვა
როგორც ადჰო მუკჰა შვანასანას (თავდახრილი ძაღლის პოზა), რომელიც ამოსუნთქვაზე კეთდება, საპირისპირო პოზა, ეს პოზა ექსპანსიურ შესუნთქვასთან არის დაკავშირებული. თუ ამ პოზას რამდენიმე სუნთქვის განმავლობაში გავაკეთებთ, მაშინ სუნთქვის მოქმედება გულმკერდის არის უფრო ღრმა გაშლაში დაგვეხმარება. ამავდროულად ამოსუნთქვის პროცესი დაგვეხმარება წელისა და კისრის მრუდეების სტაბილიზაციაში.