თავდახრილი ძაღლის პოზა

ადჰო = ქვემოთ; მუკჰა = სახე; შვანა = ძაღლი

კლასიფიკაცია

სიმეტრიული თავდაყირა პოზა ხელებზე დაყრდნობით 

 

ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობა

ხერხემალი
ზედა კიდურები
ქვედა კიდურები
ნეიტრალური მდგომარეობა ბეჭების ზემოთ შებრუნება და აწევა, მხრების მოხრა, იდაყვის გაშლა, წინამხრის პრონაცია, მაჯის დორსალური მოხრა გავა-თეძოს სახსრის ნუტაცია, მენჯ-ბარძაყის მოხრა, მუხლის გაშლა, კოჭის დორსალური მოხრა

კუნთების მუშაობა

ზურგი
 
კონცენტრული და ექსცენტრული მუშაობის დაკალიბრებისთვის, რომ ზურგის ნეიტრალური მდგომარეობა შენარჩუნდეს:

ზურგის გამშლელი და მომხრელი კუნთები

 ზედა კიდურები
 
 კონცენტრული შეკუმშვა
 

 გულმკერდის ყაფაზზე ბეჭის ზედა შებრუნების და აბდუქციისთვის:

წინა დაკბილული კუნთი

მხრის სახსრის სტაბილიზაცია

მხრის შემბრუნებელი კუნთები

მხრის მოხრისთვის:

დელტისებრი კუნთი, მხრის სამთავა კუნთი (დიდი თავი)

 იდაყვის გაშლისთვის:

მხრის სამთავა კუნთი

წინამხრის პრონაციისთვის:

მრგვალი და კვადრატული პრონატორი

ხელის ერთიანობის შენარჩუნებისთვის:

მაჯისა და ხელის ღრმა კუნთები

 

  ქვედა კიდურები
 
 კონცენტრული შეკუმშვა
 ექსცენტრული შეკუმშვა

 ბარძაყის ძვლის შიგნით შებრუნების, ადუქციის და სახსრის ფოსოში დაბრუნებისთვის:

დიდი მომზიდველი კუნთი

მუხლის გამართვისთვის:

მუხლის სახსრის კუნთი, ვასტიები

ტერფის თაღების შენარჩუნებისთვის კოჭის დორსალური მოხრის დაუბრკოლებლად:

ტერფის ღრმა კუნთები

მენჯის სახსრის ზედმეტი არტიკულაციის პევენციისთვის:

ჰემსთრინგი

შენიშვნები

ამ პოზაზე მუშაობისთვის ბევრი მიდგომა არსებობს. დიდებული საშუალებაა იმისთვის, რომ განხილულ იქნეს ხელებისა და ფეხების ეფექტი ზურგზე.

დავრწმუნდეთ, რომ ზურგი ნეიტრალურ მდგომარეობაშია ანუ ღერძულად იჭიმება, როგორც მხრების, ისევე მენჯ-ბარძახის მოხრა ხდება, ხოლო მუხლები და იდაყვები გაშლილია.

ზურგის უგანიერესი კუნთები ცდილობენ დაგვეხმარონ ამ პოზაში, მაგრამ ეს კუნთები დაბლა სწევენ და შიგნით აბრუნებენ მხრის სახსრებს (იმის საპირისპირო, რაც სასურველია), რაც ხელყოფს აკრომიონულ პროცესს.

წინამხრების პრონატორები აქტიურად მუშაობენ, მაგრამ, თუ სხივისა და იდაყვის ძვლის მობრუნება შეზღუდულია, მაშინ ეს შეზღუდვა შესაძლოა გადაიზარდოს იდაყვისა და მაჯის სახსრების ზედმეტ არტიკულაციაში, ან ხელების შიგნითა შებრუნებაში მხრის სახსრებში — ეს ადგილები მოწყვლადია ტრავმისთვის ვინიასა სტილის პრაქტიკოსთათვის, რაც მზის მისალმებაში თავდახრილი ძაღლის პოზის განმეორებით კეთებას მოიაზრებს.

ისევე, როგორვ ტერფსა და ფეხში, ღრმა კუნთების მუშაობა ხელისთვისაც არსებითია, რამაც მთელი ხელის ინტეგრაცია უნდა უზრუნველყოს. ძირითადად, თითოეულმა ხელმა ისევე უნდა იმუშავოს, როგორც ტერფები მუშაობენ ანუ თავიანთ თაღებს ინარჩუნებენ.

სუნთქვა

სუნთქვის თვალსაზრისით, ეს თავდაყირა პოზაა. რადგან თავდაყირა ყოფნა დიაფრაგმას კრანიალურად ამოძრავებს, მუცლის კუნთების მოქმედება, რაც ამოსუნთქვას უზრუნველყოფს, შესაძლოა საკმაოდ ღრმა იყოს. თუ შესუნთქვის დასაწყისში მუცლის ქვედა ნაწილის მოქმედება შენარჩუნებულ იქნება (მულა ბანდჰა), ტორაკალური სტრუქტურების მობილიზაციას ხელს შევუწყობთ, რაც საკმაოდ რთული გამოწვევაა ხელებზე დგომების პოზებში.