სკამის პოზა
უტკატა = საჯდომი.
კლასიფიკაცია
სიმეტრიული დამდგარი პოზა
ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობა |
||
ხერხემალი |
ზედა კიდურები |
ქვედა კიდურები |
| ღერძული გაჭიმვა |
ბეჭების ზემოთ შებრუნება, აბდუქცია და აწევა; მხრების მოხრა; იდაყვის გაშლა |
მენჯების მოხრა, მუხლების მოხრა, კოჭების დორსალური მოხრა |
კუნთების მუშაობა |
||
ზურგი |
||
კონცენტრიკული შეკუმშვა |
|
|
| ზურგის სისწორის შენარჩუნებისთვის:
განივ მორჩთაშუა კუნთები, წვეტთაშუა კუნთები, განივ-წვეტიანი კუნთი, ზურგის გამმართველი კუნთი |
მენჯის წინდახრის და წელის ზედმეტად შეზნექისგან შეკავებისთვის: სუკის მცირე კუნთი, მუცლის კუნთები |
|
ზედა კიდურები |
||
კონცენტრიკული შეკუმშვა |
||
|
ბეჭების ზემოთ შებრუნების, აბდუციის და აწევისთვის: ზედა ტრაპეციული კუნთი, წინა დაკბილული კუნთი მხრის სტაბილიზაციისა და მოხრისთვის: მხრის შემბრუნებელი კუნთები, ნისკარტ – მხრის კუნთი, მკერდის დიდი და მცირე კუნთები, წინა დელტისებრი კუნთი, მხრის სამთავა კუნთი (მოკლე თავი)
|
იდაყვის გაშლისთვის: იდაყვის კუნთი, მხრის სამთავა კუნთი |
|
ქვედა კიდურები |
||
კონცენტრიკული შეკუმშვა |
ექსცენტრიკული შეკუმშვა |
|
|
მუხლების გაშლის ტენდენციის შესაჩერებლად (მენჯების აბდუქცია): ნაზი კუნთი, გრძელი და მოკლე მომზიდველი კუნთი
|
მენჯებისა და მუხლების მოხრისთვის და კოჭების დორსალური მოხრისთვის, ისე, რომ გრავიტაციას არ დავყვეთ: დიდი, შუა და მცირე დუნდულა კუნთი, ჰემსთრინგი მენჯის სახსართან; ვასტიები; ქუსლის კუნთი; ტერფის ღრმა კუნთები |
|
შენიშვნები
ზურგის უგანიერესი კუნთის სიმოკლე ხელების თავს ზემოთ აწევისთვის ხელისშემშლელი იქნება.
ზედმეტად შეზნექვა წელის ან ზედმეტად მოხრა მენჯ-ბარძაყის სახსრების შესაძლოა გრავიტაციის დაყოლის გამო მოხდეს. ჰემსთრინგის გამოყენებით საჯდომის ბორცვების (ძვლების) წინ მიმართვით ან სუკის მცირე კუნთის გამოყენებით ბოქვენის ძვლის ასაწევით, შესაძლებელია მენჯის ძალიან შორს არასაჭირო წინ გაზნექვისგან დაცვა, რაც ხერხემლის სისწორეზე ზეგავლენას ახდენს.
მუხლები ძალიან მობილურია ამ პოზაში, რადგან ნაწილობრივ მოხრილია.
ამ პოზაში მთავარი წინააღმდეგობის წყარო გრავიტაცია უნდა იყოს და არა კუნთების ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა. ეს საინტერესო პოზაა ძალისხმევასა და მოშვებას შორის ბალანსის აღმოსაჩენად.
სუნთქვა
რადგან ღერძული გაჭიმვის შენარჩუნებისთვის სხეულის დიდი კუნთებია ჩართული, გამოწვევა მათი ჟანგბადით გაძლიერებულ მომარაგებაშია, რაც ეფექტიან ძალისხმევასა და სუნთქვას საჭიროებს.