გაშლილი ხელი-ფეხის-ცერის პოზა

უტტჰიტა = გაშლილი; ჰასტა = ხელი; პადა = ტერფი; ანგუშთჰა = ცერი. 

კლასიფიკაცია

ასიმეტრიული დამდგარი წონასწორობის პოზა

 

ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობა

ხერხემალი
ზედა კიდურები
ქვედა კიდურები
  აწეული ხელი საყრდენი ფეხი აწეული ფეხი
ნეიტრალური მდგომარეობა  მხრის მოხრა და მსუბუქი ადუქცია, იდაყვის გამართვა, თითების მოხრა

მენჯ-ბარძაყის ნეიტრალური გაშლა, მუხლის ნეიტრალური გამართვა

მენჯ-ბარძაყის მოხრა და მსუბუქი ადუქცია შუახაზისკენ, მუხლის ნეიტრალური გამართვა, კოჭის სახსრის ნეიტრალური დორსალური მოხრა

 

კუნთების მუშაობა

ზურგი
  
 
 კონცენტრიკული შეკუმშვა

ზურგის ნეიტრალურ პოზიციაში შესანარჩუნებლად კონცენტრიკული და ექსცენტრიკული შეკუმშვა-დაკალიბრება

ზურგის მომხრელი და გამშლელი კუნთები

 ხელით მოქაჩვისგან ტორსის შეტრიალების თავიდან ასაცილებლად

მბრუნველი კუნთები, განივ – წვეტიანი კუნთი, მუცლის გარეთა და შიგნითა ირიბი კუნთი

ზედა კიდურები
 
 აწეული ხელი  
  კონცენტრიკული შეკუმშვა  

 მხრის სახსრის სტაბილიზაციის, მოხრის და მცირედი ადუქციისთვის:

მხრის შემბრუნებელი კუნთი,  ნისკარტ-მხრის კუნთი, მკერდის მცირე კუნთი, წინა დელტოიდები, მხრის სამთავა კუნთი (მოკლე თავი)

 ცერის დაჭერისთვის:

ხელის მტევნის და თითების მომხრელი კუნთები

  ქვედა კიდურები
  
საყრდენი ფეხი  
 კონცენტრიკული შეკუმშვა
 ექსცენტრიკული შეკუმშვა
 

მუხლის ნეიტრალური გაშლის შესაჩერებლად:

მუხლის სახსრის კუნთი, ოთხთავა კუნთი, ჰემსთრინგი, ტერფის და წვივის ზედაპირული და ღრმა კუნთები

 

მენჯის გვერდული გადახრისთვის საყრდენი ფეხის მხარეს, რათა მენჯის დონე შენარჩუნებულ იქნას:

საშუალო და მცირე დუნდულა კუნთები, მსხლისებრი კუნთი, ზემო და ქვემო ტყუპი კუნთი

 

აწეული ფეხი

 
 კონცენტრიკული შეკუმშვა
 ექსცენტრიკული შეკუმშვა

მენჯ-ბარძაყის სახსრის მოხრისა და შუახაზისკენ მცირედი ადუქციისთვის:

სუკის დიდი კუნთი, თეძოს კუნთი, ბარძაყის სწორი კუნთი, ქედის კუნთი, მოკლე და დიდი მომზიდველი კუნთები

დიდი დუნდულა კუნთი, ჰემსთრინგი, კანჭის ტყუპი კუნთი, ქუსლის კუნთი

შენიშვნები

აწეული ფიხის ჰემსთრინგების და დიდი დუნდულა კუნთის სიხისტე შეიძლება ზურგის მოხრის მიზეზი იყოს (ამ დროს მენჯი უკან იხრება). ამან შეიძლება საყრდენი ფეხის მენჯ-ბარძაყის სასრის გაშლა ან მუხლის მოხრა გამოიწვიოს.  ამიტომ, უმჯობესია აწეული ფეხი მოვხაროთ მუხლის სახსარში და ზურგის მრუდების ნეიტრალური პოზიცია ვიპოვოთ (ხერხემალი გავასწოროთ), ხოლო საყრდენი ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარი ნეიტრალურად გავშალოთ და მუხლი კი გავმართოთ (მაგრამ არა ძალიან, რაც ჰიპერექსტენსია იქნება საყრდენი ფეხის მუხლისთვის). 

აწეული ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსრის მომხრელი კუნთების (სუკის დიდი კუნთი, თეძოს კუნთი და ბარძაყის სწორი კუნთი) სისუსტე შეიძლება მიზეზი იყოს, რომ პროცესს წელის კვადრატული კუნთი დაეხმაროს, რომ ფეხი უფრო მაღლა აიწიოს. საყრდენი ფეხის მომზიდველი კუნთები ექსცენტრიკულად მუშაობენ; თუ ისინი სუსტი ან ხისტები არიან, აწეული ფეხის ბარძაყი ზედმეტა მაღლა იწევა ან შემბრუნებელი კუნთები (დიდი დუნდულა კუნთი, მსხლისებრი კუნთი) მენჯის სტაბილიზაციას ცდილობენ და მენჯი საყრდენი ფეხის მხარეს ტრიალდება იმის ნაცვლად, რომ წინ მიმართული დარჩეს.

რაც უფრო ძლიერი და მოქნილია ტერფი და კოჭის სახსარი, მით უფრო კარგად მოვახერდებთ საყრდენ ფეხზე ფალანსის პოვნას.

სუნთქვა

ამ პოზაში ბალანსის შენარჩუნებისას, თუ არ არის საკმარისი საყრდენი მენჯ-ბარძაყის ღრმა მომხრელების ( სუკის დიდი კუნთი და თეძოს კუნთი), მუცლის კუნთების მასტაბილიზირებელი მოქმედება უერთდება ხელის დამჭერ მოქმედებას, რამაც შეიძლება სასუნთქი მოცულობის შემცირება გამოიწვიოს. თუ მეტისმეტი კუნთური დაძაბულობა შეინიშნება, სასუნთქი მოცულობა არ არის საკმარისი, რათა ჟანგბადით დააკმაყოფილოს ძალისხმევა და სასუნთქი მოცულობისთვის გაკეთებული მოქმედება შესაძლოა კომპრომისს საჭიროებდეს.