რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, მიუხედავად თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის მიღწევებისა, სახსრების „ტკაცუნის“ მიზეზი ჯერ არ არის სრულიად გამოკვლეული. ხოლო ათასობით ესკულაპი იცავს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციას ამ თემაზე.
რამ განაპირობა ეს?
სავარაუდო მიზეზები შესაძლოა დამალულია შემდეგში:
- დარღვეულია სასახსრე ზედაპირების თანხვედრა;
- კუნთში აღმოცენდა ანთებითი პროცესის კერა, როგორც პასუხი დაღლილობაზე, გადატვირთვაზე და ა.შ.;
- ე.წ. ჰიპერმობილობის დროს, რომელიც წარმოადგენს სახსრების თანდაყოლილ მომატებულ მობილურობას;
- უკვე არსებული ართროზის გამწვავების დროს, რომელიც წარმოადგენს სახსრის ერთგვარ „ცვეთას“, როცა სასახსრე ზედაპირი სულ უფრო ვიწროვდება;
- გადატანილი ტრავმა: სულ უბრალო ტრავმის დროსაც კი ზიანდება ძვლის ქსოვილი არამარტო დაზიანებულ არეზე, არამედ მიმდებარე ძვლის ქსოვილებშიც;
- სახსარი დახშულია მარილებით, აქედან გამომდინარე ირღვევა კუნთოვანი ქსოვილის ელასტიურობა.
ძირითად შემთხვევაში, სახსრების „ღრჭიალი“ არ გახლავთ ავადმყოფობის შედეგი, არამედ შემაერთებელი ქსოვილის გარკვეული არასრულყოფილების გამოვლინებაა.
გამოსავალი?
სახსრების „ღრჭიალის“ განკურნვა შესაძლოა რამდენიმე გზით:
- "მოღრჭიალე" სახსარს მიეცით დასვენების შესაძლებლობა, განტვირთეთ იგი. ძალზედ ეფექტურია ამ დროს ორტეზი-სპეციალური ორთოპედიული მოწყობილობა, რომელიც შეზღუდავს სახსრის მოძრაობას. ნახევრად ხისტი მანჟეტი მჭიდროდ ფიქსირდება ქამრების მეშვეობით.
- დაგეხმარებათ ანთების საწინააღმდეგო მალამოები.
- არსებობს პრეპარატები, რომლებსაც ძალუძთ სახსრის სტრუქტურის აღდგენა-ქონდროიტინ სულფატი და გლუკოზამინ სულფატის სახით. ეს პრეპარატები მიიღებიან შინაგანად და წარმოადგენენ ხრტილოვანი ქსოვილების სამშენებლო მასალას-აღადგენენ სასახსრე ზედაპირების ელასტიურობას და დაკარგულ მოცულობას. მაგრამ ამ წამლებს გააჩნია უკუჩვენებაც (სისხლის შედედების სისტემის დარღვევა, ტრომბოფლებიტი, ფეხმძიმობა) და გვერდითი რეაქციები (ალერგია, გულისრევა, კუჭის არეში სიმძიმე) და მიღების წესების შეზღუდვა (უწყვეტად არაუმეტეს ორი-სამი თვისა).
- ნებისმიერ შემთხვევაში, ადეკვატური დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობის მართებულად დასაგეგმად აუცილებელია ვეწვიოთ სპეციალისტს-ქირურგს, ტრავმატოლოგს ან ორთოპედს.