უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობს მოსაზრება, რომ წონის სწრაფი კლებისთვის ოფლის ჭარბად გამოყოფა სასარგებლოა, რისთვისაც სპეციალურ ტანსაცმელს ან საუნას მიმართავენ. გაჩნდა იოგას სახეობებიც, რომლებიც 40 გრადუს ტემპერატურაში იოგას პრაქტიკას გვთავაზობენ.
 
რა ხდება ამ დროს? ჭარბი ოფლის გამოყოფის შედეგად წონის კლება ამ მომენტში მართლაც შეიძლება მოხდეს, რაც სითხის ან ელექტროლიტების დაკარგვაა, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა და ამ დანაკარგის კვლავ შევსება მოხდება, როგორც კი სითხეს მიიღებთ ან, თუნდაც, — საჭმელს. წონის კლება სითხის ხარჯზე არ არის სასარგებლო და საჭირო რაოდენობის სითხის მიღება მთელი დღის განმავლობაში უნდა ხდებოდეს, მათ შორის იოგას პრაქტიკის დროსაც კი (შეზღუდული რაოდენობით და არა ცივი).
 
სავარაუდოდ, ეს მცდარი წარმოდგენა, რომ ჭარბი ოფლიანობა გახდომას ხელს უწყობს, იქიდან გავრცელდა, რომ გარკვეული სახეობის სპორტის მიმდევრები ამ მეთოდს იმისთვის მიმართავდნენ, რომ აწონვის წინ სასურველ წონით კატეგორიაში მოხვედრილიყვნენ და ამ მეთოდით წონის მანიპულაციას ახდენდნენ.
 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელოვნურად გამოწვეულ ოფლის გამოყოფა არც ჯანმრთელობისთვის და არც წონის კლებისთვისაა სასარგებლო. მეტიც, გარკვეულწილად ეს საზიანოც შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის, შეიძლება, მაგალითად, გამოიწვიოს გადახურება, ელექტროლიტების ზედმეტი დაკარგვა და სხვადასხვა გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები.
 
 
წყლის კალკულატორი - https://bit.ly/30POufd