ძილისა და სიფხიზლის რეჟიმებიდან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვაგვარი გარემო ესაჭიროება, რათა ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ და ძილიც უკეთესი იყოს.

მაგალითად, ლურჯი სინათლე, რაც ელექტრონული მოწყობილობების ეკრანებს მაღალი ინტენსივობით ახასიათებთ, მავნებელია ღამის პერიოდში, რადგან ხელს უშლის ძილის ჰორმონის (მელატონინი) რეგულაციას.

მზის ჩასვლისთანავე ორგანიზმში მელატონინი მატულობს. როგორც წესი, ღამით, შუა ღამიდან დილის ხუთ საათამდე, მისი რაოდენობა ორგანიზმში განსაკუთრებით მომატებულია; ხოლო დღისით — ნაკლები. ამიტომ, ელექტრონული მოწყობილობების ეკრანები დღისით იმდენად დიდ პრობლემებს ვერ ქმნიან, რამდენსაც ღამით, როდესაც ძილის წინ გვიწევს ეკრანთან ყოფნა.

ამ პერიოდში ლურჯმა სინათლემ შეიძლება ხელი შეუწყოს თვალების გადაღლას, გამოშრობას, მხედველობის გაბუნდოვნებას, თავის ტკივილებს, ახლომხედველობას და რაც ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია, უძილობას.

როგორ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა?

ტექნოლოგიის მწარმოებლებმა გაითვალისწინეს ეს პრობლემა და  მოწყობილობებს დაუმატეს ღამის რეჟიმი, როდესაც მზის ჩასვლითანავე ავტომატურად ხდება გადასვლა ღამის განათების რეჟიმზე (Night Light) - მონიტორი გადადის თბილ განათებაზე.

ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ უნდა გაააქტიუროთ ეს ფუნქცია.

მაგალითად, Window 10-ის შემთხვევაში:

  • აირჩიეთ Start  > Settings  > System Display Night light settings
  • Schedule-ის ქვეშ, დააყენეთ Schedule night light  On-ზე. აქვე შეგიძლიათ მიუთითო, პერიოდი მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე ან დააყენოთ სპეციალური საათები.

თუ თქვენს მოწყობილობას ეს ფუნქცია არ აქვს, მაშინ არსებობს სპეციალური აპლიკაციები, მაგალითად: flux.