მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იოგა ქრონიკული ანთების მავნე ზემოქმედებას ამცირებს.
კვლევამ, რომელიც ბიჰევიორული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ იოგა იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარება და ორგანიზმში ანთებით პროცესებს ამცირებს.
სტრესი ორგანიზმის არაერთ სისტემაზე ახდენს გავლენას, მათ შორის, იმუნური სისტემაც სუსტდება და ქრონიკული ანთებითი პროცესები იზრდება. ანთება იმუნიტეტის ბუნებრივი რეაქციაა და მოკლევადიან პერიოდში ჭრილობების, ტრავმების და ინფექციების განკურნებაში ეხმარება, მაგრამ ქრონიკული ანთებითი პროცესები მეტად საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.
მკვლევრები 15 განსხვავებულ საკონტროლო ჯგუფს იმისთვის აკვირდებოდნენ, რომ დაედგინათ, იოგას პოზების რეგულარული პრაქტიკა იმუნურ სისტემას აძლიერებს თუ არა და ასევე, ქრონიკულ ანთებით პროცესებს აქრობს თუ არა.
მკვლევრები ექსპერიმენის დროს სისხლში და ნერწყვში მომხდარ ცვლილებებს თვალყურს ადევნებდნენ.
დადგინდა ზოგადი ტენდენცია იმისა, რომ იოგა ორგანიზმში ანთების მარკერებს ამცირებს .
ის, თუ რამდენად ხშირად ან რა ინტენსივობით უნდა დავკავდეთ იოგათი, ამაზე მკვლევრების ჩატარებული ექსპერიმენტი ასეთ პასუხს გვაძლევს: ეს პროგრამები გრძელდებოდა 8 - დან 12 კვირამდე, ხოლო კვირაში დღეების რაოდენობა ერთიდან ყოველდღემდე მერყეობდა. იოგას კლასების ხანგრძლივობა 30 - დან - 90 წუთამდე. ზოგადი შედეგი იმის მიხედვით იყო მეტი, სხეულით და გონებით მონაწილეები რაც უფრო მეტად ინტენსიურად იყვნენ ჩართულები .