ასეთი კურსი, რომელიც მოიცავს გამოცდას, ნათელს და სანდოს ხდის ინსტრუქტორის კვალიფიკაციას. აქ მკაცრად არის განსაზღვრული სტანდარტები, თუ რა პროგრამას გადიან და რა სახელმძღვანელოებით ან მასალებით სწავლობენ (საბედნიეროდ ყველა ეს მასალა ქართული ენაზეა). განსაკუთრებით მნიშვნელოვიანია იმის გააზრება, თუ რამდენად აუცილებელია, რომ ინსტრუქტორი კარგად დაეუფლოს ანატომიის, ფიზიოლოგიის და ბიომექანიკის იმ ცოდნას, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველა ინსტრუქტორმა კარგად უნდა გაითავისოს, რომ საქმე სხვის ჯანმრთელობას და აქედან გამომდინარე, სხვის სიცოცლეს ეხება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ იოგას მასწავლებელს არამხოლოდ სხვის ფიზიკურ ასპექტებთან აქვს კავშირი, არამედ სხვის სულიერ ცხოვრებასთანაც, რაც საბოლოო ჯამში ასევე მეტად საპასუხისმგებლო მომენტია. 
 
სწორედ ამიტომ არის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ასე ინტენსიურად წარმართვა. ეს პროცესი გამჭვირვალეა და მკაცრად არის განსაზღვრული ინსტრუქტორის კომპეტენციის ფარგლები და მის მიმართ მოთხოვნები. ანალოგიურად ეხება საქმე იოგას ჰუმანიტარულ საგნებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწორი და მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.
 
2020 წელს საქართველოს იოგას ფედერაციამ მოამზადა 42 ინსტრუქტორი; ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ მოვლენის  დადებით შედეგებს უახლოს მომავალში მკაფიოდ დაინახავს და დააფასებს ჩვენი საზოგადოება, როგორც მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის თვალსაზისით განვითარებაში.
 
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ინსტრუქტორებს, როგორც მოქმედებს, ისე მომავალ მასწავლებლებსაც!
 
გიორგი ბერძენიშვილი