„აღმოვაჩინე, რომ ნაცრისფერის გარდა სხვა ფერებიც არსებობს“ - მაია დათუნაშვილი
„რა მაწუხებდა? კაი, მოკლედ დავწერ☺️ სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, როცა ძლიერ დარტყმას იღებ, მოულოდნელს, სულიერად რომ კვდები და თავსასც ვერ იკლავ. ხოდა, ერთ მშვენიერ
„რა მაწუხებდა? კაი, მოკლედ დავწერ☺️
სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, როცა ძლიერ დარტყმას იღებ, მოულოდნელს, სულიერად რომ კვდები და თავსასც ვერ იკლავ. ხოდა, ერთ მშვენიერ ზაფხულს... 🙈
მოკლედ, ყველაფერი ნაცრისფერია, უგემო, უსუნო (კორონა, მემგონი, მაშინ მე მქონდა😁) არაფერი არ მიხარია დედამიწის ზურგზე, არც მაწუხებს არაფერი, შეგრძნებები აღარ მაქვს. მანამდე რასაც ვაკეთებდი, ყველა და ყველაფერი მძულს. მოკლედ სიკვდილი მინდა, მაგრამ სად არის რო? 😁 ხოდა, ზამთარია, თებერვალი გადის და მე, ტელევიზორთან მიკნავებილი ვწევარ, იმ ზაფხულის მერე ჩვევად მექცა უყველაფრობა. გადის გადაცემა - “რა?სად?როდის?“, გამოვიდა გიორგი, ჩვენი, ახსენა იოგას ფედერაცია და ძალიან საინტერესო კითხვა დასვა. 14 თებერვალი იყო, ეგეც მახსოვს. 15 -ში მივქროლდი „იოგას სახლში“ და დავიწყე იოგა. მაშინ ვფიქრობდი, ცოტა გულს გადავაყოლებ მეთქი. გავიდა თებერვალი, მაინც ცოტა მიჭირს სულიერად კონცეტრირება საქმეზე, რასაც ვაკეთებ. მარტის ბოლოა და დილით, სანამ სახლიდან გავალ ყავას ვსვამ ხოლმე ყოველთვის.. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩიტების ჟღურტული მესმის, მსიამოვნებს და რაღაც მიხარია, მაგრამ რა — არვიცი. ცოტა მერე აღმოვაჩინე, რომ არც ფერებია სულ ნაცრისფერი, ქუჩაში რომ მივდივარ, უნებურად ვღიღინებ, ბალახის სუნი მცემს, აკაციის ყვავილის, — ფეხით რომ მივდიოდი ხოლმე იოგაზე იქვეა ბილიკზე. ისევ დავიწყე მუსიკის მოსმენა, მეგობრების ჭორაობის და წუწუნის, ისევ მომინდა სახლიდან გასვლის დროს რამოდენიმეჯერ გამომეცვალა და მომეხდინა კაბა, ტრადიციულად მაწუხებდა ეს თვისება. მოკლედ, ცხობრების სურვილი დამიბრუნდა. შემიყვარდა და გადამარჩინა ემოციურად. მანამდე სანამ იოგას დავიწყებდი, ვცადე ქარგვა, ხატვა, ცეკვა, ვერაფრს ვერ დავუდე გული.🎶🙏
კონკრეტულად, ახლაც არ ვიცი, რას შველის, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, ვფიქრობ თავიდან დაბადებაში დამეხმარა..
პ.ს. მეტად ვეღარ შევამოკლე .🙏😁💚
მე ❤️💙💚იოგა!“
მაია დათუნაშვილი