სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ამსუბუქებს იოგური სუნთქვითი სავარჯიშოები და ასანები კორონავირუსის გახანგრძლივებულ სიმპტომებს



კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, დაავადებული ადამიანების თითქმის 10% რამდენიმე კვირის, თვის ან თუნდაც წლის განმავლობაში, ხანგრძლივად განიცდის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სისხლის შედედება, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, კუნთების ტკივილი და დაღლილობა.

 

იოგას მასწავლებლები და იოგა თერაპევტები  (სერტიფიცირებული პრაქტიკოსები, რომლებიც იყენებენ იოგას კონკრეტული ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მოსაგვარებლად) მუშაობენ ასეთი გახანგრძლივებული სიმპტომების მქონე პაციენტებთან, რათა მათ შეუმსუბუქონ სტრესი და ტკივილი, შეუნარჩუნონ მობილობა და გაუმარტივონ სუნთქვის პროცესი. დღეს ამ მეთოდებით მეცნიერებიც დაინტერესდნენ.



გასული წლის ბოლოს, კალიფორნიის ლომა ლინდას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა ჩაატარეს ფილტვის ეფექტური სარეაბილიტაციო მკურნალობის მეტა ანალიზი და დაადგინეს, რომ სუნთქვითი სავარჯიშოები, რომლებიც აძლიერებს დიაფრაგმას (მაგალითად, 3 ნაწილის/ბანდჰის კონტროლით შესრულებული იოგური სუნთქვა/პრანაიამა უჯჯაი) და გაწელვები (ასანები ან მსუბუქი სუნთქვასთან კოორდინირებული მოძრაობები) არის მნიშვნელოვანი გამოჯანმრთელებისთვის. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში “ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია” [https://bit.ly/3BHh441] , სადაც რეკომენდირებულია სუნთქვითი სავარჯიშოები სხვადასხვა სიმპტომთან სამუშაოდ, ყველა მათგანი განკუთვნილია ვირუსის დროს დაზიანებული რესპირატორული კუნთების აღსადგენად. 

 

ასევე, კიდევ ერთი მიმოხილვა მწვავე პოსტ-კოვიდური სიმპტომების მკრუნალობის შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში BMJ [https://www.bmj.com/content/370/bmj.m3026]
აქაც საუბარია სუნთქვის კონტროლის ისეთ ტექნიკებზე, როგორიც არის უჯჯაი და პრანაიამას სხვა პრაქტიკები, რომლებიც ქრონიკული ხველისა და ქოშინის დროს სუნთქვის შენელებას/რიტმის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

 

კორონავირუსის გრძელვადიანი სინდრომის სიმპტომები

 

ინგრიდ იანგი, არის მედიცინის დოქტორი, ექიმი და იოგას თერაპევტი, რომელიც კოვიდ პაციენტებთან მუშაობს პანდემიის დაწყების დღიდან. ის განმარტავს, რომ კორონავირუსი მოქმედებს, როგორც ანთებითი დაავადება, ის იწვევს იმუნური სისტემის რეაქციას, რაც კლავს ჯანსაღ უჯრედებს. ანთება მწვავდება სტრესით. კოვიდის მრავალი სიმპტომი სინამდვილეში არის უკონტროლო ანთების შედეგი, განსაკუთრებით ფილტვებში, ტვინსა და სისხლძარღვებში, სადაც ვირუსი მიემაგრება საკუთარი ACE2 რეცეპტორების მეშვეობით.

 

ჩვენ ვიცით, რომ იოგა ზოგადად ამცირებს ანთებით პროცესს, ამბობს იანგი. იგი პარანაიამასა და ასანებს იყენებს ორივე მიმართულებით, როგორც გენერალიზებული სტრესის სამართავად, ასევე ანთებითი პროცესის დროსაც, რათა გაუმარტივოს პაციენტებს სუნთქვა კოვიდ ინფექციის შემდგომ. 

 

ბუნებრივია, რომ კოვიდ პაციენტები განიცდიან მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომის (ARDS), რომლის დროსაც ფილტვებში სითხეა, ხდება სუნთქვის გაძნელება და სხეულს უჭირს საკმარისი ჟანგბადის ათვისება. იანგი განმარტავს, რომ ამ დროს პაციენტის ფილტვები კარგავს ელასტინს - ელასტიურ ფიბრილარულ ცილას და ხდება მეტად რიგიდული. 

 

მიუხედავად იმისა, რომ იოგას არ შეუძლია ელასტინის ჩვენს ფილტვებში დაბრუნება, იოგა გვეხმარება ახალ სინამდვილესთან ადაპტაციაში, სუნთქვითი ვარჯიშები ამარტივებს სუნთქვის პროცესს, სხვადასხვა პოზები კი ფილტვებზე შესაბამის ზეწოლასა და მის გაშლილ მდგომარეობას უზრუნველყოფს.

 

წყარო:https://www.yogajournal.com/yoga-101/types-of-yoga/yoga-therapy-types-of-yoga/yoga-can-help-covid-19-respiratory-recovery/?fbclid=IwAR3OMkAggiixtgWUaygRT2rSi9v1Tu8sOQu1yCceZVo2qrPhPoBvkfjBit8