მოგესალმებით! მე ვარ გიორგი ბერძენიშვილი, სტუდია „იოგას სახლის“ დამფუძნებელი და მასწავლებელი. ასევე ვარ იოგა აკადემიის დამფუძნებელი, სადაც ვამზადებ იოგას ინსტრუქტორებს (80-მდე ინსტრუქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით).

მედიტაცია ონლაინ ❤

შეუძლებელია იმის ჩამოთვლა, თუ რაში გვეხმარება მედიტაცია; მოკლე პასუხი არის - ყველაფერში. დიახ, ეს არის თვით-კონტროლი, თვით-შემეცნება და თვით-მოტივაცია, ხოლო ეს ნიშნავს, რომ იყო შენი ცხოვრების ბატონი, მიმართო ენერგია ჯანმრთელობაზე, წარმატებაზე და რაზეც გსურს.

გაკვეთილები პრაქტიკულია და მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკებს.

კურსის შესახებ:
თითოეული გაკვეთილი შედგება ორი ნაწილისგან: თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან. გავივლით მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკებს, რაც მოცემულია კლასიკურ იოგაში. ასევე გავიაზრებთ, რა არის იოგას ცნება, მისი ფილოსოფია და ეთიკა.

12 გაკვეთილი

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 21:30

ღირებულება - 100 ლარი