პერსონალური თუ ჯგუფური გაკვეთილები?
მსოფლიოში უმეტესი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის მხრივ რამე განსაკუთრებული პრობლემა, რაც იოგას პრაქტიკას შეაფერხებდა, იწყებს ისეთი ჯგუფური მ
მსოფლიოში უმეტესი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის მხრივ რამე განსაკუთრებული პრობლემა, რაც იოგას პრაქტიკას შეაფერხებდა, იწყებს ისეთი ჯგუფური მეცადინეობებით, რომელიც საშუალო სტატისტიკურ ადამიანზეა გათვლილი და ამ მხრივ, პროფესიონალური ინსტრუქტაჟის თვალსაზრისით ერთგვარ სტანდარტს შეესაბამება. ასეთია ჩვენი ჯგუფები, როგორც ანატომიური, ისე პედაგოგიური თვალსაზრისით და მისაღებია ყველა დონის პრაქტიკოსისთვის.
ხოლო მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემა აქვს ან ექიმის დანიშნულებით მოგვმართავს განსაზღვრული დიაგნოზით (მაგალითად, გადაღებული აქვს MRI და ა.შ.), რეკომენდებულია პერსონალური გაკვეთილები. პერსონალური გაკვეთილების რაოდენობა დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე, შესაძლოა ინსტრუქტორმა 5-10 გაკვეთილის შემდეგ სტანდარტულ ჯგუფში გადასვლა გირჩიოთ, თუ დარწმუნდა, რომ ყველაფერს ითვალისწინებთ და აითვისეთ, რაც სპეციფიკურად თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. მაშასადამე, პერსონალურ გაკვეთილზე ხდება დეტალური ახსნა, მეტი თეორიის მოწოდება, მეტი რევიზია ინსტრუქტორის მხრიდან, რაც, მართალია, პრაქტიკას ანელებს, მაგრამ ასეთი შენელება მიზანშეწონილია.
სხვა მხრივ, ჯგუფურ გაკვეთილებს შემდეგი უპირატესობა/ნაკლი აქვს: სხვებთან ერთად პრაქტიკა იძლევა შედარების დიდ საშუალებას, სხვებთან ყოფნა შესაძლოა უფრო სახალისო ან მამოტივირებელიც იყოს, თუმცა, ზოგიერთი ხასიათისთვის, პირიქით, დამთრგუნველია, თუ მას განსაკუთრებით არ გამოსდის რამე. აქ ინსტრუქტორმა უნდა დააბალანსოს ფსიქოლოგიურად, რომ შედარება მხოლოდ მაგალითისთვის იყოს კარგი და არა შეჯიბრებითობისთვის. ჯგუფში შესაძლებელია ახალი მეგობრების შეძენა.
ხოლო პერსონალურის დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ პირისპირ ხართ მასწავლებელთან და პროგრამა სრულად თქვენზეა მორგებული: დატვირთვის დონე, სირთულე. ეს არის, აგრეთვე, პერსონალური კონტაქტის საშუალება, რადგან იოგა სულიერი პრაქტიკაც არის და ამისთვის შესაძლოა მხოლოდ პირისპირ ყოფნისას გაგიჩნდეთ სურვილი, ესაუბროთ მასწავლებელს იმ საკითხებზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. სულიერი და ფიზიკური პრაქტიკისთვის მასწავლებელი თქვენი ინდივიდუალობიდან ამოდის და ერთგვარ უპირატეს მდგომარეობაში ხართ. სულაც არ არის საჭირო ადამიანმა პერსონალური გაკვეთილები ჯანმრთელობის პრობლემის გამო აირჩიოს, ეს არის კომფორტული განრიგის, მიზნების და თანმიმდევრულობის თვალსაზრისითაც. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს პერსონალური გაკვეთილებისთვის, რომლებსაც საერთოდ არავითარი პრობლემა არ აქვთ ჯანმრთელობის მხრივ, არამედ სურთ, რომ უფრო თანმიმდევრულად და მეტად თეორიასთან ერთად აითვისონ ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.