ცხვირი სუნთქვის ბუნებრივი საშუალებაა. ამ ვიდეოში გაგაცნობთ 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა ვისუნთქოთ ცხვირით და მარტივ მეთოდს ჩვევის ჩამოსაყალიბებლად.
#1 ოქსიდის დამატება.
სინუსები ცხვირის ღრუს დანამატი წიაღია, რომელიც ცხვირის უკანა მხარეს მდებარეობს.
როდესაც შესუნთქული ჰაერი სინუსებში გაივლის, მას აზოტის ოქსიდი ემატება. აზოტის ოქსიდი საჭიროა წნევის რეგულირებისთვის, ის უზრუნველყოფს წნევის დაქვეითებას და სისხლის მიდინებას ორგანოებამდე.
#2 ჰაერის ტემპერატურის (სკანირება) განსაზღვრა.
ტვინი იღებს ინფორმაციას ჰაერის ტემპერატურის შესახებ, რომელიც შესუნთქვისას ფილტვებში ჩადის. როდესაც ჰაერი არ არის საკმარისად თბილი, ტვინის იმპუსების გავლენით ირთვება მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც თბება ჰაერი. შესაბამისად ცივი ჰაერი ფილტვებში აღარ ხვდება, რასაც შეეძლო სხვა პრობლემების შექმნა. პირით სუნთქვა კი ვერ უზრუნველყოფს ჰაერის სათანადო გათბობას.
#3 შესუნთქული ჰაერის შემცირება.
ცხვირით შესუნთქვისას 200%ით ნაკლები ჰაერი შედის ფილტვებში, ვიდრე პირით შესუნთქვის დროს. შეიძლება უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ნაკლები მოცულობით ჰაერის შესუნთქვა ხელს უწყობს მეტი ჟანგბადის ათვისებას. რეალურად როდესაც უფრო მეტი მოცულობის ჰაერს ვისუნთქავთ, მეტ ნახშიროჟანგსაც ამოვისუნთქავთ და იქმნება მისი დეფიციტი. ნახშიროჟანგს აქვს მნიშვნელოვანი როლი აირთა ცვლაში, ის უზრუნველყობს ჟანგბადის ქსოვილებში გადასვლას (დიფუზიას). ნახშიროჟანგის ამოსუნთქვის შემთხვევაში ჟანგბადიც ნაკლები გვექნება უჯრედებში და ენერგიაც. ამიტომ ცხვირით სუნთქვა ჰაერის ნაკადის შენელების გზით აუმჯობესებს ჟანგბადის ათვისებას.
#4 ჰაერის დატენიანება.
ტვინი ჰაერის ტემპერატურის გარდა მის ტენიანობაზეც იღებს ინფორმაციას და არეგულირებს, რომ საკმარისი რაოდენობის წყალს შეიცავდეს. ჰაერში შემავალი წყალი ხელს უწყობს მცირე სისხლძარღვებს, რომლებიც ფლტვებში არის მოთავსებული, აითვისოს ჟანგბადი ჰაერიდან. მაშასადამე, ცხვირით სუნთქვა ჰაერის დატენიანებას უწყობს ხელს.
#5 ნაკლები სტრესი.
ცხვირით სუნთქვა ასტიმულირებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, შესაბამისად ცხვირით სუნთქვის დროს ორგანიზში სტრესი მცირდება.
#6 გაფილტვრა ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.
როდსაც ჰაერი გადის ცხვირის ღრუში, ხდება ჰაერის ფილტრაცია და გასუფთავება ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, შესაბამისად, ცხვირით სუნთქვა ხელს უშლის მიკროორგანიზმების მოხვედრას ფილთვების ნაზ ქსოვილებში.
#7 პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესება.
პირის გამოყენება სუნთქვისას იწვევს პირის გამოშრობას, მცირდება ნერწყვის რაოდენობაც. ნერწყვს, სხვა ფუნქციების გარდა, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანუ უზრუნველყოფს პირში არსებული ბაქტერიების შემცირებას. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც პირით სუნთქავს უვითარდება სტომატოლოგიური პრობლემები და არასასიამოვნო სუნი.
#8 გაუმჯობესებული ყნოსვა.
ადამიანს აქვს ხუთი გრძნობა, რითიც იღებს გარე სამყაროდან ინფორმაციას, ერთ-ერთი მათგანი არის ყნოსვა, შესაბამისად როდესაც არ ვიყენებთ ცხვირს სუნთქვის დროს ვერ შევიგრძნობთ დამწვრის სუნს, გაზის ან თუნდაც გემრიელი კერძის სუნს რომელიც წინ გვიდევს.
როგორ შევეჩვიოთ ცხვირით სუნთქვას?
ვსუნთქავთ თუ არა პირით, ამის კონტროლი შედარებით ადვილია დღისით, ხოლო თუ გაღვიძებისთანავე ატყობთ, რომ პირი მშრალია, ე.ი. ღამით პირით სუნთქავთ.
იმისთვის, რომ ცხვირით სუნთქვას შევეჩვიოთ, არსებობს მარტივი მეთოდი: საჭიროა სამედიცინო წებოვანი ლენტი. მას ვიკრავთ პირზე, როგორც დღის ისე ღამის განმავლობაში. ეს არის კონტროლის საშუალება. არ არის საჭირო, რომ ლენტით პირი მთლიანად დაიხუროს ჰერმეტულად, ლენტის დაკვრა მხოლოდ შემახსენებელი ფაქტორი უნდა იყოს კონტროლისთვის.