იოგა ვორქშოპი - „ასანა“
როდესაც სხეულს აფარებ თავს და მას შიგნიდან ათვალიერებ - ეს ასანაა
ასანა სანსკრიტული სიტყვაა და ჯდომას ან დასაჯდომ ადგილს ნიშნავს, თუმცა, ფართო გაგებით ის სხეულის ნებისმიერი პოზიციაა, სადაც თავს სულიერად მშვიდად ვგრძნობთ. როდესაც ტკივილი ან დისკომფორტი გვაწუხებს, ინტუიციურად გარკვეულ პოზიციას ვიღებთ, რაც შვებას გვგვრის.
იოგაში ასანებს სამმაგი დატვირთვა აქვს, პირველი სხეულის დისციპლინა გახლავთ, ჩვენ ჯერ სხეულს ვეუფლებით, უფრო სწორედ საკუთარ ნებას ვუმორჩილებთ და უძრაობას ვინარჩუნებთ, როდესაც ამას ვაღწევთ, მეორე ეტაპი დგება, სადაც სხეულისგან ვთავისუფლდებით და პოზა სამედიტაციო მდგომარეობად გარდაისახება, სხეულის უძრაობა გონების სიმშვიდეს და კონცენტრაციას განაპირობებს, ხოლო აქედან მიღებული სარგებელი კი სხეულს კვლავ სიცოცხლეს უბრუნებს და მას მრავალფეროვან უჩვეულო პოზიციებად გარდასახავს: მჯდომარე თუ ფეხდგომელა, თავდაყირა თუ მწოლიარე... ეს სახალისოა.
ეს სამი ეტაპი იოგას ისტორიის ნაწილია, ვედური ასკეტიზმის პერიოდიდან, კლასიკურ იოგამდე, ხოლო კლასიკურიდან - ჰათჰა იოგას მრავალფეროვნებამდე. ვნახავთ, როგორი ფორმა ჰქონდა ასანების მე-15 საუკუნის ტექსტში ჰათჰა-პრადიპიკა.
ჩვენს ვორქშოფზე სამივე ეტაპს განვახორციელებთ, შევასრულებთ მჯდომელა ასანებს, გავიაზრებთ, როგორ ვაქციოთ სწორი ჯდომა თვითცნობიერ პრაქტიკად
რა კავშირი აქვს სუნთქვას სხეულის პოზიციებთან.
ავითვისებთ მჯდომარე ასანების კლასიფიკაციას და ისტორიულ განვითარებას.
რა არის იოგას პოზა და რა კავშირი აქვს მას სულიერ პრაქტიკასთან.
ვორქშოფი აერთიანებს პრაქტიკულ და თეორიულ მხარეებს, სუნთქვითი ვარჯიშებისა და მედიტაციის თანხლებით. რაც საშუალებას მოგცემთ შემდგომი პრაქტიკა განავითაროთ და გააძლიეროთ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა.
ყოველივე ეს განიხილება მჯდომარე პოზების ანატომიის ჭრილში.
მაშ ასე, თუ გსურს გაიაზრო მჯდომარე მედიტაციის საფუძვლები:
დაესწარი ვორქშოფს შაბათს, 2 მარტს 16:00-18:00 საათზე.
მე ვარ გიორგი ბერძენიშვილი „იოგა აკადემიის“ დამფუძნებელი. ვასწავლი მოყვარულ და პროფესიონალ იოგებს ოც წელზე მეტია.
ადგილები შეზღუდულია ამიტომ გირჩევთ წინასწარ რეგისტრაციას (ამ ეტაპისთვის მხოლოდ 4 ადგილია დარჩენილი).
სემინარის ღირებულება არის 50 ლარი და ჩატარდება ვაკის ფილიალში
შეხვედრამდე!