სუნთქვითი ვარჯიშები ბენდის/ორკესტრის წევრებისთვის
ორკესტრისა და ბენდების წევრებისთვის, რომელბიც სასულე საკრავებზე უკრავენ, ჰაერის წარმოქმნა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საჭირო ჟღერადობის მისაღწევად. სუნთქვითი ვარჯიშები, როგორც ასეთი, შეიძლება გახდეს სავსებით სერიოზული ხელშეწყობის ინსტრუმენტი ბენდის როგორც ერთი წევისთვის, ასევე ნებისმიერი ბენდის ჯგუფური ჟღერადობის გასაუჯობესებლად. ეს ვარჯიშები არა მხოლოდ ჰაერის წარმოქმნის შესაძლებლობებს აძლიერებენ, არამედ ისინი ხელს უწყობენ მუსიკოსებს აკონტროლონ და კონცენტრაცია მოახდინონ საკუთარ სუნთქვაზე.
სუნთქვითი ვარჯიშები საუკეთესო საშუალებაა წინასარეპეტიციო გახურებისთვის. იმისათვის, რომ სუნთქვითი ვარჯიშებიდან საუკეთესო შედეგი მივიღოთ, აუცილებელია სხეულის სწორი/გამართული პოზიცირება. არ აქვს მნიშვნელობა ზის თუ დგას, მუსიკოსის წელი უნდა იყოს გამართული, მხრები დაშვებული, ზედა ტორსო მოშვებული და ყელი მოდუნებული, სახეზე - მშვიდი, სტრეს გარეშე გამომეტყველებით. გარდა ამისა, მუსიკოსის სუნთქვა უნდა იყოს უწყვეტი და თანაბარი, ვარჯიშის მსვლელობის მთელი დროის განმავლობაშიც კი, რაც მისცემს მას საშუალებას გამოიმუშავოს თანაბარი ჟღერადობა.
გასახურებელი ვარჯიშები არის საფუძველი სუნთქვითი ვარჯიშების სრული პოტენციალისთვის. ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ნელი ტემპით მეტრონომის თანხლებით, 50 დარტყმა წუთში. ერთი ასეთი გასახურებელი ვარჯიში იწყება ფილტვებიდან ჰაერის სრული გამოდევნით და შემდეგ მათი ხელახლა შევსებით მეტრონომის 2 დარტყმის განმავლობაში, პირით და არა ცხვირით. შემდეგ ამას მოსდევს ჰაერის ისევ გამოშვება მეტრონომის 4 დარტყმის განმავლობაში ამოსუნთქვით, რასაც თან უნდა ახლავდეს „ს“ ბგერის გამოცემა, სანამ ფილტვები ისევ მთლიანად დაცარიელდება ჰაერისგან მეოთხე დარტყმაზე. ასეთი ვარჯიშის მინიმუმ ექვსჯერ განმეორება გაახურებს ფილტვებს და მოამზადებს მათ უფრო ინტენსიური ვარჯიშისთვის.
საშუალო დატვირთვის სუნთქვა არის გასახურებელი ვარჯიშის შემდეგი საფეხური, რომელიც ითვალისწინებს კიდევ რამდენიმე მოკლე სუნთქვის დმატებას ამოსუნთქვისას. ისინი უფრო სწრაფი რითმით სრულდება, როგორიცაა მეტრონომის 72 დარტყმა წუთში. საშუალო დატვირთვის სუნთქვა იწყება ფილტვებიდან ჰაერის სრული გამოდევნით და შემდეგ მათი ხელახლა შევსებით 2 დარტყმის განმავლობაში. ამას მოსდევს ჰაერის ისევ გამოშვება 6 – 8 დარტყმის განმავლობაში. ჰაერის წარმოქმნა უნდა იყოს თანაბარი და სწორხაზოვანი.
გაფართოებული სუნთქვითი ვარჯიშის დროს მუსიკოსმა უნდა გააფართოვოს ფილტვების მოცულობა, მაშინაც კი, როდესაც არ გრძნობს ამის საჭიროებას. გაფართოებული სუნთქვითი ვარჯიში იწყება ფილტვებიდან ჰაერის სრული გამოდევნით და შემდეგ მათი ხელახლა შევსებით 8 დარტყმის განმავლობაში. სუნთქვა ჩერდება 2 მოკლე პერიოდით (მეტრონომის 2 დარტყმა), შემდეგ ისევ ხდება 1 მოკლე შესუნთვქა და შეკავება სუნთქვის 1 მოკლე პერიოდით (მეტრონომის 1 დარტყმა). სწრაფი შესუნთქვა-ამოსუნთქვა-სუნთქვის შეკავების მეთოდი უნდა განმეორდეს დამატებით სამჯერ, თითოეულ ჯერზე მუსიკოსის ფილტვების მოცულობის გაფართოვებით, სანამ 8 დარტყმის განმავლობაში ამოსუნთქვას არ ამოვწურავთ.
სასუნთქი პაკეტის გამოყენება, როგორიცაა მაგალითად ქაღალდის ვიწრო პაკეტი, შეიძლება დაეხმაროს მუსიკოსს შესუნთქული და ამოსუნთქვული ჰაერის მოცულობის რეგულეირაბში. მეტრონომი დაყენებულია 112 დარტყმაზე წუთში. ეს ვარჯიში იწყება ფილტვებიდან ჰაერის სრული გამოდევნით და შემდეგ მათი ხელახლა შევსებით 4 დარტყმის განმავლობაში. შემდეგ ხდება ჰაერის ამოსუნთქვა უშუალოდ ქაღალდის პაკეტში 4 დარტყმის განმავლობაში, პაკეტი ივსება მეოთხე დარტყმაზე. ჰაერის შესუნთქვა პაკეტიდან ხდება 4 დარტყმის განმავლობაში, ისე რომ პაკეტი დაიცალოს ჰაერისგან მეოთხე დარტყმაზე. ამ ვარჯიშის განმეორება ეხმარება მუსიკოსს სრულყოფილებამდე მიიყვანოს ჰაერის რეგულირება. იმის გამო, რომ მუსიკოსი, ქაღალდის პაკეტში სუნთქვისას, ისევ თავის მიერ გამოყოფილ ნახშირორჯანგს შეისუნთქავს, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ამან გამოიწვიოს სუსტი თავბრუსხვევა. თუ ასე მოხდა, შეაჩერეთ ვარჯიში.
გაძლიერებული სუნთქვითი ვარჯიშისას, 112 დარტყმაზე წუთში დაყენებული მეტრონომის თანხლებით, მუსიკოსი ერთი შესუნთქვით ავსებს ფილტვებს ჰაერით და შემდეგ ძალიან ნელი და თანაბარი ამოსუნთქვით კვლავ ათავისუფლებს ფილტვებს მეტრონომის 16 დარტყმის განმავლობაში. მან უნდა გააორმაგოს ჩასაბერი ჰაერის წარმოქმნის სიჩქარე მე-13-ე და მე-16-ე დარტყმებს შორის. ასეთი ტექნიკა მოითხოვს მისგან შეინარჩუნოს საკმარისი ჰაერი პირველსა და მე-12-ე დარტყმებს შორის, რათა მიაღწიოს უფრო მაღალ სიჩქარეს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.livestrong.com/article/272836-about-breathing-exercises-for-band/#ixzz3q2XSjsEN