სიარული ყველა ასაკის ადამიანისთვისაა სასარგებლო - ბავშვებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული. ისინი, ვინც იძულებულები არიან დღის განმავლობაში დიდი ხნის მანძილზე ისხდნენ, ან ისინი, ვისაც ზედმეტი წონა აქვთ, ფიზიკურად ნაკლებად არიან დატვირთულები. ასეთი ადამიანებისთვის სიარული იდეალური ფიტნესის საშუალებაა. ჩვენი სხეული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება გულის იშემიური დაავადების, ოსტეოპოროზის, სისუსტის, დიაბეტის და დეპრესიის რისკი. სიარული დაგეხმარებათ არა მხოლოდ წონის დაკლებაში, არამედ მრავალი დაავადებისგან თავის არიდებაში.
სიარულის სარგებლიანობა ლამაზი ფიგურისთვის
სიარული დაგეხმარებათ წონის რეგულირებაში. ლამაზი ფიგურისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას მიირთმევთ საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე,არამედ სწორად კვებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. სიარული დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, იგი ამცირებს ცხიმის ფენას. ნორმის ფარგლებში წონის შენარჩუნებას შეუძლია დიაბეტის, გულით დაავადების, ინსულტის, კიბოს და ოსტეოართრიტის რისკის შემცირება.
რა თქმა უნდა, სიარულის დახმარებით თქვენ 3 დღეში ვერ დაიკლებთ წონაში, მაგრამ რეგულარული სეირნობების შედეგად სასურველი მიზნის მისაღწევად დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ.
სიარულის სარგებლიანობა :
სიარული არეგულირებს არტერიულ წნევას. ფიზიკური აქტიურობა აძლიერებს გულს, ბევრი სისხლი ნაკლები ძალისხმევით და არტერიებზე ნაკლები ზეწოლით მოძრაობს. როდესაც თქვენ დადიხართ, უმჯობესდება სისხლძარღვთა ფუნქცია.
სიარული გეხმარებათ „კარგი“ ქოლესტერინის ანუ მაღალი სიმკვრივის ლიტოპროტეინების დონის ამაღლებაში.ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სისხლში დაბალი სიმკვრივის მქონე ლიტოპროტეინების შემცირებას, რომლებიც შეიძლება სისხლძარღვებში საცობების გაჩენის მიზეზი გახდეს, რაც ინსულტის ძირითადი გამომწვევია.
სიარული ნამდვილად უწყობს ხელს გულის შეტევის რისკის შემცირებას. ივარჯიშეთ,რადგან კვირაში სამი საათის აქტიური სიარული, ანუ დღეში მხოლოდ ნახევარი საათი, გულის დაავადებათა რისკს ამცირებს.
ჰარვარდის გამოკვლევათა თანახმად, ერთი საათის განმავლობაში, რეგულარული, კვირაში ხუთჯერ ზომიერი სიარული ორჯერ ამცირებს ინსულტის რისკს.
სიარულის სარგებლობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის
რეგულარული სიარული ან სხვა რაიმე ფიზიკური აქტივობა 20% - 30%- ით ამცირებს ნაღვლის ქვების ქირურგიის საჭიროებას.
სიარული ამცირებს სარძევე ჯირკვლების და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს, აგაცილებთ შეკრულობას.
სიარული ხსნის დაძაბულობას. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ კარგი გასეირნება გვეხმარება სტრესის მოხსნაში.
სიარული თავიდან გვაცილებს დეპრესიას.
სიარული ეხმარება სხეულს ენდორფინების წარმოქმნაში, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ კარგ ბუნებრივ ქიმიკატებს, რომლებსაც წარმოქმნის ჩვენი ტვინი.
სიარული სასარგებლოა აგრეთვე ფილტვებისათვის. ასთმით ან სხვა რესპირატორული ავადმყოფობებით დაავადებული ხალხისათვის სიარული წარმოადგენს სუნთქვის კარგ შემამსუბუქებელს.
სიარული გვეხმარება წელის ტკივილისას და პოდაგრული ტკივილებისას. ამაგრებს კუნთებს, ხელს უწყობს ძვლებისა და სახსრების ჯანსაღად ყოფნას.
დამტკიცებულია, რომ სიარული სასარგებლოა ოსტეოპოროზის თავიდან აცილებისთვის. სიარული ზრდის ძვლის სიმკვრივეს, გვეხმარება შევამციროთ ფეხებში კალციუმის დაკარგვა, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისათვის მენოპაუზის შემდეგ.
სიარული აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს მოხუცებში უძლურებას.
სიარული ჰმატებს ენერგიას, მდგრადობას და მეტაბოლიზმს.
სიარული სასარგებლოა კარგი ძილისათვის.
სიარულს შეუძლია შეამციროს გაციებათა რაოდენობა.
სიარული ხელს უწყობს სახსრების მოქნილობას და კოორდინაციას, ამცირებს დაავადებათა რისკს ასაკოვან ხალხისათვის.
ამრიგად, დარწმუნდით, რომ სიარულის სიკეთე ეჭვსგარეშეა?
დაიწყეთ სიარული ….. სიარული უნდა იყოს ბუნებრივი და მან უნდა მოგანიჭოთ სიამოვნება.
თუ გინდათ დიდხანს სიცოცხლე, იარეთ!