მსოფლიოს მოსახლეობის 20%   ჭარბცხიმიანობისგან იტანჯება, ყოველი მეორე ადამიანი კი  სიმსუქნესთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის. დღეს აქტუალური განხილვის  თემაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოდურია სპორტით დაკავება, სხვა და სხვაგვარი დიეტის დაცვა, საკუთარი რაციონისთვის ყურადღების მიქცევა, მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ჯანმრთელ საკვებთან ერთად, ჯანმრთელი სასმელიც უნდა მივიღოთ იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება   თქვენი დღიური რაციონის კალორიების ნახევარს სწორედ სასმელი შეადგენდე, რამაც  შეიძლება  ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და კანის დაავადებები გამოიწვიოს.

          გაეროს მონაცემებით მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესების პარალელურად იკლებს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საკვების ნაკლებობას განიცდის, სამაგიეროდ  იზრდება სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანთა რაოდენობა. მეცნიერები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვავენ სიმსუქნის პრობლემის შესახებ მოზარდებსა და ბავშვებს შორის. მეცნიერებმა დაადგინეს პირდაპირი კავშირი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ქვეყანაში სიმსუქნით დაავადებულ ადამიანთა რიცხვს შორის.

რასთან არის ეს დაკავშირებული?

      არსებობს ორი მეტნაკლებად საგულისხმო მიზეზი თუ რატომ იმატებს წონაში თანამედროვე ადამიანი.

1. იგი ნაკლებს მოძრაობს, ენერგიის ხარჯვა შემცირდა.

2.მან დაიწყო მეტი საკვების მიღება, წინანდელთან შედარებით უფრო კალორიულის.

გაზიანი სასმელი   დნმ-ის შემადგენელ ნაწილების იწვევს.

შეფილდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის პროფესორი მოლეკულურ ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიების დარგში პიტერ ფაიფერმა ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევის ჩატარებისას დააკვირდა  ნატრიუმის ბენზოატის მოქმედებას ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებზე და აღმოაჩინა, რომ ეს შენაერთი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს დნმ-ს. ფაიფერის თქმით ნატრიუმის ბენზონატი - წარმოადგენს კონსერვანტების აქტიურ კომპონენტს, რომლსაც ფართოდ იყენებენ უმეტესად გაზიან სასმელებში, კერძოდ ესენია: Fanta, Pepsi Max, Sprite და ა.შ.  აღნიშნული შენაერთი არ ანადგურებს დნმ-ს, არამედ მის დეაქტივირებას ახდენს. შედეგს მივყავართ ღვიძლის ციტოზთან და სხვა დეგენერაციულ დაავადებებთან (მაგ.პარკინსონის დაავადება).

   ნატრიუმის ბენზონატი სამრეწველო პირობებში  ბენზონის მჟავიდან მიიღება, რომელიც თავის მხრივ შედის ზოგიერთი კენკრის შემადგენლობაში. ნატრიუმის ბენზონატი კონსერვანტის სახით გამოიყენება არა მარტო გაზიან სასმელებში, არამედ სოსისისა და მარინადის წარმოებაში.

მეცნიერების ყურადღება აქამდეც მიიქცია ნატრიუმის ბენზონატმა კიბოს  დაავადების კვლევისას. საქმე ისაა, რომ ნატრიუმის ბენზონატის C ვიტამინთან შეერთებისას წარმოიქმნება ბენზოლი, რომელიც წარმოადგენს კანცეროგენულ ნივთიერებას. საკვები პროდუქტების სტანდარტიზაციის სააგენტოს (FSA) მიერ გაკეთებულმა  პოპულარული გაზიანი სასმელების ანალიზმა აჩვენა მათში ბენზოლის მაღალი შემცველობა. სასმელები ამოღებულ იქნა მოხმარებიდან. სპსს-ს (FSA) და ევროკავშირის მთავრობის მიერ მიღებული სტანდარტების მიხედვით დაშვებულია ნატრიუმის ბენზოატის გამოყენება საკვებ პროდუქტებში, თუმცა ფაიფების განცხადებამ  გამოიწვია მაღალჩინოსანთა მიერ დეტალური გამოძიების ინიცირება. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ფაიფერის მუშაობა დაფინანსებულია სამთავრობო ორგანოების მიერ.

      ჩვენ არ ვმოძრაობთ ნაკლებს

აბერდინის (დიდი ბრიტანეთი) და მაასტრიხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ადამიანი სულაც არ ხარჯავს ნაკლებ ენერგიას თავის ყოველდღიურ საქმიანობისას. ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის მიერ დახარჯული ენერგიის რაოდენობა არ განსხვავდება მეოცე საუკუნის მიწურულის ადამიანის მიერ დახარჯული ენერგიის რაოდენობისგან, როდესაც ავტომანქანა არა გადაადგილების საშუალება, არამედ ფუფუნების საგანი იყო, თანამედროვე ტექნიკა კი დიასახლისების აუხდენელი ოცნება.

      ჩვენ არ მივირთმევთ მეტს

 რუსი ექიმები ერთხმად აღიარებენ რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტების მოთხოვნილება იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს ჯანმრთელ საკვებს,თუმცა იგივე ექიმები ამტკიცებენ, რომ რუსეთში იზრდება სიმსუქნით დაავადებული ბავშვების რიცხვი. ცნობილია,რომ ბავშვის სიმსუქნე-მთელი ოჯახის პრობლემაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ოჯახი მისდევს არაჯანსაღ ცხოვრების წესს. სიმსუქნის ძირითადი მიზეზია დღიური რაციონის კალორიულობის გაზრდა საკვებისა და სასმელის ხარჯზე.

 

      ჰოთ-დოგი,ჰამბურგერი,კარტოფილი ფრი, ჩიფსები,შოკოლადი და ტკბილი გაზიანი სასმელები - ეს ის ჩამონათვალია, რომლმაც  ევროპის განვითარებულ ქვეყნების მოსახლეობის თითქმის ნახევარი და ამერიკის მოსახლეობის 2/3-ში გამოიწვია  სიმსუქნე და სხვადასხვა დაავადება. დასავლური ცივილიზაციის მომაკვდინებელმა მიღწევებმა ფეხი ვერ მოიკიდა- ყველა შეეჩვია იმ აზრს, რომ ისინი არსებობენ.

 

თანამედროვე ადამიანმა წყალი საკვებით შეცვალა

ბოლო 30-35 წლის მანძილზე სასმელებიდან მიღებული კალორიულობა ორჯერ გაიზარდა. არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად დღევანდელი  ამერიკელი მოზარდები მოიხმარენ ბევრად მეტ გაზიან სასმელს, ვიდრე მათი ასაკის მოზარდები 10 წლის წინ. ამრიგად, მოზარდთა 84% ყოველდღე სვამს გაზიან სასმელს და იღებს დამატებით 356 კალორიას.

             რუსეთში ასეთი სტატისტიკა ჯერ-ჯერობით  არ არსებობს, მაგრამ მთავრობა აცნობიერებს ფასთ-ფუდისა და გაზიანი სასმელების  საშიშროებას,ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ აკრძალა სკოლებში ჩიფსი, კარამელი და ტკბილი გაზიანი სასმელები. ისინი ჩაანაცვლეს რძით, კეფირით და ბოთლის წყლით.

ტკბილ გაზიან სასმელებს მთელ მსოფლიოში ებრძვიან. ამერიკასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებში შემოღებულია შესაბამისი აკრძალვები სკოლებში ტკბილი გაზიანი სასმელების გაყიდვაზე. ბევრი თვლის, რომ აკრძალვებით პრობლემა არ მოგვარდება და საჭიროა სხვა მეთოდის პოვნა. დიდ ბრიტანეთში ბავშვებზე  გამოსცადეს დარწმუნების მეთოდი. 7-11 წლის ბავშვებს ჩაუტარეს გაკვეთილი, რომელზეც მედდა არწმუნებდა მათ შეემცირებინათ გაზიანი სასმელის მიღება. იგივე თხოვნათ მიმართავდნენ მასწავლებლებიც. სხვა 14 კლასი არ იღებდა სპეციალურ რეკომენდაციებს. ყველა ბავშვი თვითონ ირჩევდა თავის საჭმელს და სასმელს, მაგრამ წლის ბოლოს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის ბავშვენი , რომელთაც ჩაუტარდათ სპეციალური გაკვეთილები, შეამცირეს გაზიანი სასმელის მიღება 60%-ით, ხოლო იმ ბავშვებმა ვინც არ მიიღო არანაირი სპეციალური რეკომენდაციები, 20%-ით გაზარდეს გაზიანი სასმელების მოხმარება, 8%-ით გაიზარდა იმ ბავშვთა რაოდენობა, ვინც სიმსუქნით იტანჯება.

       გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებმა მთელი რიგი გამოკვლევებისა ინიცირება მოახდინეს, რომელთა წყალობითაც იგულისხმებოდა ტკბილი სასმელების რეაბილიტირება. ამ გამოკვლევების მიზანი არ იყო ტკბილი სასმელების სარგებლის ან მავნებლობის დამტკიცება, მათ უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ თუ ხალხს მოვაკლებთ ტკბილ სასმელებს, ისინი მაინც მოიმატებენ წონაში და 1 ჭიქა კოკა-კოლას შეცვლიან მაგალითად 2 ჰამბურგერით. დასკვნები თავის თავზე საუბრობენ: ჯობია დალიო ერთი ჭიქა კოკა-კოლა, რომელიც შეადგენს 158კკალ, ვიდრე მიირთვა 2 ჰამბურგერი, თითოს  ენერგეტიკული ღირებულება 230კკალ, ჯამში 460 კკალ

         რუსი მკვლევარების თქმით, თანამედროვე ადამიანი დიდი ხანია შეეჩვია ორგანიზმის წყურვილის სიგნალის აღქმას  შიმშილის სიგნალად. ამის შედეგია უზომო ჭამა, ზედმეტი წონა და მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც არა მარტო არ ქრება, არამედ ღრმავდება იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმი იწყებს წყლის გარდაქმნას დამატებითი ნერწყვის გამოსამუშავებლად, იმის ნაცვლად, რომ აღნიშნული გამოიყენოს მჟავის გამოყოფისთვის.

როგორ მოვიქცეთ?

        მაშ ასე გავარკვიეთ, რომ ლამაზი ფორმის და ჯანმრთელობის  შესანარჩუნებლად საკმარისი არაა ჯანსაღი საკვების მიღება, აუცილებელია ასევე მივაქცით ყურადღება იმას თუ რას ვსვავთ. იმისათვის, რომ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი წყურვილის სიგნალი არ აღვიქვათ შიმშილის სიგნალად, აუცილებელია ვსვათ წყალი. იმისათვის, რომ საკვები ადვილად მოვინელოთ , მნიშვნელოვანია დავლიოთ 1 ჭიქა წყალი ჭამამდე 20 წუთით ადრე. 

        რაც შეეხება ტკბილ სასმელებს, ისინი ჯობია საერტოდ ამოვიღოთ რაციონიდან, განსაკუთრებით კი გაზიანი ტკბილი სასმელები. გარდა კალორიულობისა, ეს სასმელები შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ასპარტამი-საკვები დანამატი, დამატკბობელი, რომელიც გამოიყენება ეგრედ წოდებულ დიეტურ სასმელებში. ასპარტამი შაქარზე 200ჯერ ტკბილია, მაგრამ არ შეიცავს ნახშირწყლებს. მისი გამოყენება ნებადართულია ასამდე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. ითვლება, რომ დღიური დოზა 40 მლგ 1კგ-ზე არ არის მავნე (1 ჭიქა გაზიანი სასმელი შეიცავს 50მლგ ასპარტამს). სხვა ყველა გაზიან სასმელში გამოიყენება შაქარი. პეპსის პატარა ბოთლი შეიცავს 8 ნაჭერ შაქარს (58კკალ/100მლგ) როგორც ხედავთ მავნებელია ორივე- დიეტური და ჩვეულებრივი გაზიანი სასმელის დალევა,თუმცაღა ზუსტი კვლევა ჯერჯერობით არ არსებობს იმაზე,თუ რომელი უფრო დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს: შაქარი თუ ასპარტამი.

       შემდეგი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არის კოფეინი, რომელიც გამოიყენება ტკბილ სასმელებში. იგი განეკუთვნება ნერვული სისტემის მსუბუქ  სტიმულატორს. კოფეინის მომხმარებელი ბავშვები უფრო ნერვიულები არიან, აქვთ პრობლემური ძილი, აწუხებთ თავის ტკივილი. მათ შეიძლება დაუქვეითდეთ ყურადღების კონცენტრირების უნარი. გარდა ამისა, კოფეინის გამო ორგანიზმი კარგავს ბევრ კალციუმს შარდის გამოყოფისას.

სასმელები ასევე შეიცავს საღებავებს, ყველაზე გავრცელებული საღებავია „ყვითელი-5“. შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ალერგიული რეაქციები  როგორიცაა ბრონქიალური ასთმა და  რინიტი.

 

გაზიან  სასმელებს გააჩნიათ მთელი რიგი უკუჩვენებები

          არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავალევინოთ გაზიანი სასმელი  3 წლამდე ბავშვებს, ადამიანებს ქრონიკული დაავადებებით, მაგალითად ალერგია, დიაბტი, კუჭის დაავადებები. შემადგენლობაში შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან მორიგი შეტევის ინიცირება. თირკმელების დაავადების დროს ექიმის მიერ დიეტის დანიშვნის დროს აუცილებლად ხაზს უსვამს გაზიანი სასმელების უკუჩვენებებს. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ თირკმელებში კენჭების გაჩენის მიზეზი ფოსფორის მჟავაა, გამოყენებული, როგორც ამამჟავებელი კომპონენტი. მძიმე წონიან ადამიანებს ან უბრალოდ მათ, ვისაც წონის დაკლება სურს, გაზიანი სასმელი საერთოდ უნდა ამოიღოს მოხმარებიდან. არსებობს ამერიკელი სპეციალისტების კვლევები, რომელთა წყალობითაც დამტკიცდა, რომ გაზიანი ტკბილი სასმელები აორმაგებს სიმსუქნის ალბათობას. რა თქმა უნდა მძიმე წონა მხოლოდ გაზიანი სასმელით არაა გამოწვეული, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი  ფაქტორია. ყოველი  ზემოთქმულის გარდა გაზიანმა სასმელმა შეიძლება ჯანმრთელი ადამიანიც დააავადოს.      რაც შეეხება მოზარდებს, 9-დან 18-წლამდე ორგანიზმში მიმდინარეობს კალციუმის დაგროვება. ტკბილი გაზიანი სასმელი არა მარტო გამოდევნის კალციუმს ორგანიზმიდან, არამედ ბავშვებში  რძის ალტერნატივა ხდება. რძე კი კალციუმის წყაროა. კალციუმის ნაკლებობა ბავშვებში იწვევს ზრდის შეჩერებას და მოსალოდნელია ოსტეოპოროზი ზრდასრულ ასაკში.

          აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადრება იმ ფაქტს, რომ როგორც დიდების ისე პატარების რაციონში გაზიანი ტკბილი სასმელი შეიძლება ჩანაცვლდეს რძით, მწვანე ან ბალახეული ჩაით, ბურახით, ახალდაწურული ხილის წვენით შაქრის გარეშე და წყლით. ამ ჩამონათვალში წყალი ყველაზე სასურველია. წყალს გააჩნია  იდეალური საკვების გამხსნელის ფუნქცია. ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია წყალი და საკვები, ექსპერტების თქმით, ჩვენი ორგანიზმი ყველანაირ სასმელს აღიქვავს საკვებად წყლის გარდა და ბოლოს წყლის მთავარი დადებითი მხარე ისაა რომ წყალი უკალორიოა. გაზიანი ტკბილი სასმელების შეცვლა უგაზოთი — უშედეგოა, რადგან წვენის მიღება დიდი რაოდენობით ასევე იწვევს სიმსუქნეს ,  საჭმლის მონელების პრობლემებს, ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას და აზიანებს კბილებს.  მიუხედავად იმისა რომ წვენი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებიტ, მასში ასევე ბევრი შაქარია. 

ბევრი ადამიანი ტკბილი გაზიანი სასმელის მოხმარებას უწოდებს დამოკიდებულებას, ამას იმით ხსნიან, რომ რთულია მასზე უარის თქმა. იმისათვის, რომ შეეჩვიოთ ჩვეულებრივი წყლის სმას, გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:

  1. ტკბილ გაზიან სასმელზე   უარი ნელ-ნელა უნდა ვთქვათ. დავიწყოთ მისი შეცვლა უბრალ გაზიანი წყლით. კოლასთან ერთად ატარეთ გაზიანი წყლის ბოთლი.
  2. იმისათვის რომ უარი თქვათ თქვენს ჩვევებზე, გჭირდებათ ძლიერი მოტივაცია, ამიტომ  სანამ უარს იტყვით ტკბილ გაზიან სასმელზე, მოიძიეთ ბევრი ინფორმაცია მის უარყოფით თვისებებზე, მათ შორის  გამოიყენეთ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციაც.