პოზა - იაკობ გოგოტიშვილი; ფოტო - გიორგი ბერძენიშვილი; ადგილი - სამშვილდე.

შესრულების ტექნიკა: დადგით ფეხები მხრების სიგანეზე უფრო ვიწროდ. გაშალეთ მუხლები და ტანი - ფეხებს შორის მოათავსეთ. მენჯი და სხეული იატაკი პარალელურად დაიჭირეთ. შეეცადეთ მხრები ბარძაყების ქვეშ მოათავსოთ. ხელები ჩააძვრინეთ ფეხებს შორის და ტერფებს უკან დადეთ, ისე, რომ  თითები წინ იყურებოდეს. შეისუნთქეთ და ამოსუნთქვისას ნელნელა გადაიტანეთ წონა ხელებზე, ამისათვის დაიწყეთ ფეხების აწევა და გამართვა, ისე, რომ ბარძაყები არ ჩამოცურდეს და რაც შეიძლება მაღლა დარჩეს. საბოლოო პოზიციაში ფეხები იატაკის პარალელურად უნდა აღმოჩნდეს. გაჭიმეთ ტერფები წინ, მაგრამ ფეხის თითები უკან მომართეთ. იყურეთ წინ და დაყოვნდით ამ პოზაში 15 წამიდან - 1 წუთამდე.

სარგებლიანობა: აძლიერებს მკლავებსა და მაჯებს; ფორმაში მოყავს მუცელი; აუმჯობესებს წონასწორობის შეგრძნებას.

სხეულის კორექცია: ალამაზებს და ზედმეტ ცხიმებს აშორებს მუცელსა და ფეხის წინა კუნთებს.

უკუჩვენებები და სიფრთხილე: მხრის, იდაყვის, მაჯისა და წელის დაზიანებები. 

მოსამზადებელი პოზები: გარუდასანა (მხოლოდ მკლავები);  მალასანა;  ბაკასანა;  უტტანასანა;

ეს პოზა გვეხმარება შემდეგი პოზების გაკეთებაში: ეკა პადა კაუნდეანასანა;