პოზა - ქეთი ბეროშვილი; ფოტო - გიორგი ბერძენიშვილი; ადგილი - ბორჯომის ნაკრძალი.

შესრულების ტექნიკა

  • დაჯექით იატაკზე და გაჭიმეთ ფეხები პირდაპირ
  • მოხარეთ მარჯვენა ფეხი და ტერფი მიადეთ მარცხენა საზარდულს, დაუშვით მარჯვენა მუხლი იატაკზე.
  • წაიღეთ მარცხენა ფეხი უკან, გაშალეთ და იატაკს მიაბჯინეთ ბარძაყის წინა ნაწილი, მუხლი, წვივი და ტერფის ზედა ნაწილი.
  • მოათავზეთ ხელები გავაზე, მკერდი გაზნიქეთ წინ, დაიგრძელეთ კისერი და თავი გადაიტანეთ რაც შეიძლება უკან. ამ მდგომარეობაში დაყოვნდით რამდენიმე წამის განმავლობაში.
  • დაუშვით ხელის გულები თქვენს წინ იატაკზე, მოხარეთ მარცხენა ფეხი მუხლში და ფეხის გული მიიტანეთ თავთან. ამ დროს ეს  ფეხი მუხლიდან კოჭამდე უნდა იყოს იატაკის პერპერდიკულარული.
  • ამოსუნთქვაზე გადაიტანეთ მარჯვენა ხელი თავს უკან და ჩაეჭიდეთ მარცხენა ფეხს, შემდეგ ამოსუნთქვაზე იმავე ფეხს ჩაავლეთ მარცხენა ხელიც და მიჭიმეთ ტერფი თავთან.
  • მიმართეთ მკერდი პირდაპირ, ჩააცურეთ ხელები ქვევით და ჩაავლეთ წვივს. ამ მდგომარებაში მკერდი სრულად იხსნება და მუცლის კუნთები იჭიმება, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ნორმალური სუნთქვის რიტმი.
  • თანამიმდევრობით დაუშვით მარცხენა წვივი და ხელისგულები იატაკზე, გაშალეთ მარცხენა ფეხი და გადმოიტანეთ წინ და ასევე გაშალეთ მარჯვენა ფეხი.
  • გაიმეორეთ ეს ყველაფერი მეორე ფეხით და იგივე ხანგრძლივობით.

სარგებლიანობა

  • ჭიმავს და აგრძელებს სხეულის მთელ წინა ნაწილს;
  • გაშლის მხრებს და აფართოვებს გულკერდს;
  • აძლიერებს ზურგის კუნთებს;
  • აუმჯობესებს ტანადობას;
  • ასტიმულირებს მუცლის ღრუს ორგანოებს და კისერს;
  • სასარგელოა შარდსასქესო სისტემის ორგანოებისათვის;

უკუჩვენებანი და სიფრთხილე:

  • მაღალი ან დაბალი წნევა;
  • შაკიკი;
  • უძილობა;
  • წელის, კისრის ან მუხლის ტრამვები;

მოსამზადებელი პოზები:

კობრის პოზა,  მტრედების მეფის პოზა |, მშვილდის პოზა, ხიდი;