შესრულების ტექნიკა
- დადექით მთის პოზაში, გადაიტანეთ წონა მარცხენა ფეხზე, მოხარეთ მარჯვენა ფეხი და ზევით მიმართული ქუსლი მარცხენა ბარძაყს მიადეთ შიდა მხრიდან;
- ააცურეთ მარჯვენა ქუსლი რაც შეძლება მაღლა, მუხლი მიმართეთ განზე;
- შესუნთქვაზე ასწიეთ ხელები და ხელისგულები შეაერთეთ თავს ზემოთ;
- გაჭიმეთ მთელი სხეული ერთ ხაზზე, შეინარჩუნეთ წონასწორობა და მშვიდი სუნთქვის რიტმი;
- დაყოვნდით ამ პოზაში 1 წუთამდე,
- 6. ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.
სარგებლიანობა:
ამაგრებს ბარძაყებს, წვივებს, კოჭებს, და ხერხემალს;
აუმჯობესებს წონასწორობას;
სასარგებლოა ბრტყელტერფიანობისას;
მოძრავს ხდის მენჯ-ბარძაყის სახსრებს და ამკვრივებს დუნდულებს;
ამშვიდებს გონებას;
აუმჯობესებს ტანადობას;
უკუჩვენებები:
თავის ტკივილი;
დაბალი ან მაღალი წნევა;