თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, იოგას ვარჯიშები ნელა, ყურადღებით და ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოთ. ნუ დაიტვირთებით ზედმეტად და ტკივილის შემთხვევაში, შეამსუბუქეთ პოზა, მაგრამ ამავდროულად ვარჯიშის შერულებისას უნდა გამოიჩინოთ სათანადო ძალისხმევა, სიბეჯითე და მოთმინება. ვარჯიშს თან შეიძლება ახლდეს მსუბუქი ტივილი - "დასაშვები ტკივილი", რაც გამოწვეულია კუნთების გაჭიმვით. არასასურველი ტკივილი უფრო ხშირად "წერტილოვანია". ყოველ ვარჯიშზე ეცადეთ, გააუმჯობესოთ და განავითაროთ თქვენი მოქნილობა, ძალა, თუ კოორდინაცია. ვარჯიშის დროს აქტიურად უნდა იყოს ჩართული კუნთური სისტემა, მაგრამ არ უნდა იყოთ ზედმეტად დაძაბული. შესრულებისას უნდა იგრძნობოდეს სიმსუბუქე და სილაღე.  რელაქსაცია მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა "გადაყვეთ" მას, თუ თქვენში რელაქსაციის მცდელობა უფრო დიდ ფსიქოლოგიურ დაძაბვას იწვევს. მთავარია, კომფორტულად იგრძნოთ თავი ვარჯიშისას და დატკბეთ როგორც რელაქსაციით, ისე სხეულის დაძაბვით. გახსოვდეთ, ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგია თქვენვე დაგიბრუნდებათ ჯანმრთელობის სახით!