თდაახლოებით წელიწადნახევარია არსად მივლია სავარჯიშოდ და ალბათ ჩემი გადატვირთული ცხოვრების გადამკიდე კიდევ კარგა ხანს არც ვიფიქრებდი, რომ არა  ტკივილები ზურგის არეში და მოხრილი სიარული, რასაც ვებრძოდი მთელი ცხოვრება.

არადა გადავეჩვიე უკვე გამართვას, მთელი დღე სამსახურში ვზივარ, მერე საჭესთან, ვიკასთან თამაშის დროსაც სულ მოხრილი ვარ და ლამის კუზიანი რომ გავხდი, გადავწყვიტე ჩემი 2 წლის წინანდელი არაჩვეულებრივი გამოცდილება გამეხსენებინა. დავუკავშირდი ისევ გიორგი ბერძენიშვილს, წამოვკრიბე ჩემი მეგობარი გოგონები და მთელი ხალისით და შემართებით დავიწყეთ იოგაზე სიარული.

დავდივართ თაბუკაშვილზე, იოგას სახლში, სადაც სულ რამდენიმე თვეა გადასულან, ადრე საბურთალოზე იყვნენ, მაგრამ მანქანის პარკირების უპრობლემობა და დიდი დარბაზი უკვე ღირს იმად რომ საბურთალოდან რუსთაველამდე იარო :D

ჩვენი გიორგი მასწავლებელი

 

 

პირველ გაკვეთილზე სრული კრახი განვიცადე. მე, ადამიანმა რომელიც სულ ვარჯიშობდა და ლოტოსშიც უპრობლემოდ ჯდებოდა, ნახევარზე მეტი გაკვეთილი დამჯდარმა დასვენებებში გავატარე :( მაგრამ ზუსტად მერვე გაკვეთილზე გადაღებული ამ სურათების დათვალიერების მერე მივხვდი, რომ სხეული რომელსაც ავარჯიშებ მაინც გემორჩილება, თუნდაც 6-7 გაკვეთილის მერე.

ალბათ მკითხველს, რომელსაც აინტერესებ ინფორმაცია, გაუჩნდება შეკითხვა რატომ იოგა?

იოგა პირველ რიგში იმიტომ რომ, იოგის სუნთქვის ვარჯიშები, გაწელვები, კუნთების დაჭიმულობის მოსადუნებელი ვარჯიშები – სხეულის რელაქსაციის რეაქციას ააქტიურებს, შედეგად ნებისმიერი ადამიანი იღებს მოდუნებულ და რელაქსაციურ მდგომარეობას, სასიამოვნოდ დაძაბულ სხეულს და გაუმჯობესებულ განწყობას – ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან ვადასტურებ. იოგის გაკვეთილის მერე ოთხივენი ვართ საუკეთესო განწყობაზე, გვავიწყდება დაღლილობა რომელიც ვარჯიშის პროცესს რა თქმა უნდა თან ახლავს და რაღაცნაირად ენერგიით ვართ სავსენი.

 

 

გარდა ამისა, უკვე მესამე- მეოთხე გაკვეთილის შემდეგ შევნიშნე, რომ სადღაც გაქრა ჩემი ზურგის ტკივილი და სიარულიც შედარებით გამომისწორდა. ნელ ნელა მოვდივარ ჩემს სხეულთან ჰარმონიაში.

 

 

იოგას ვარჯიშები და პოზები გარდა იმისა რომ არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას – ასევე ხელს უწყობს ადამიანის სხეულს გახდეს უფრო მოქნილი და პლასტიკური. მაგალითად ვერასოდეს წარმოვიდგენდით მე და ჩემი გოგოები თუ “წეროს პოზას” დავამუღამებდით, რომელიც ქვედა სურათზეა ნაჩვენები

 

 

საყოველთაოდ ცნობილი და ურთულესი “ლოტოსი”

 

 

სხვა მიღწევებს შორის არ შემიძლია არ აღვნიშნო შპაგატი, რომელშიც ვერ ვჯდებოდი დღიდან ვიკის გაჩენისა, თუ არ ვცდები. ალბათ ბავშვის გაჩენა მაინც რაღაც გავლენას ახდენს და აზარმაცებს სხეულს და აუცილებლად უნდა ისევ მიხედვა. ზოგადად საკუთარი სხეულის ფლობა არის ალბათ რაღაც “ზე-განცდა” რომელსაც ძალიან მინდა რომ მივაღწიო. მაგრამ ჯერ ხელებზე მაქვს ბევრი სამუშაო, ძალიან სუსტი ამწეობის ხელები მაქვს :დ :დ :დ

http://i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/14-2.jpg

 

 

 

ზურგისთვის იდეალური ე.წ. ხიდი

 

ნახევრად ხიდი – რომელიც ძალიან მიყვარს, ასე დგომისას ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები მაქვს ხოლმე ზურგში – რაღაცნაირად იჭიმება და დუნდება. ვერ გადმოვცემ ახლა სიტყვიერად :(

http://i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_1885.jpg

ამ პოზის სახელი არ მახსოვს, ალბათ ესეც წეროა ოღონდ რაღაც სხვა წერო. ამ პოზაში მიჭირს დიდხანს ყოფნა რადგან ხელები მეღლება ძალიან მალე

 

მოკლედ ყველა ასაკისა და ყველა სქესის ადამიანს გირჩევდით, მიხედეთ თქვენს სხეულს ვიდრე გვიან არ არის. რადგან ცნობილია რომ ნავარჯიშებ სხეულს სერიოზული ავადმყოფობები ისე ადვილად ვერ უტევს როგორც უვარჯიშებელ სხეულს.

გარდა ამისა არ დაივიწყოთ რომ ვარჯიში თავდაჯერებულობას ამაღლებს, სიმხნევეს გმატებთ და განწყობას გიუმჯობესებთ

 

გამიზიარეთ თქვენი გამოცდილებებიც

წყარო taa.ge