სად არ ვყოფილვართ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მოგვივლია ლამის მთელი მსოფლიო, მაგრამ ჩვენი საკუთარი სხეულის გეოგრაფიით ჯერ არ დავინტერესებულვართ, გვქონია როდესმე სურვილი გვემოგზაურა ჩვენს საკუთარ ორგანიზმში? – ჩვენი სხეული შეიძლება შევადაროთ მსოფლიო რუკას,როდესაც ზოგ ადგილას ვცხოვრობთ,ზოგს ხანდახან თუ ვეწვევით, ხოლო ზოგიერთ ადგილებზე წარმოდგენაც არა გვაქვს. „შეიცან თავი შენი“  - ამბობდნენ უხსოვარი დროიდან დაეხმარო ხშირად სხვას უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ თავს, მაგრამ სხვას მიუხედავად ძალიან დიდი მონდომებისა. ვერ დაეხმარები, თუ საკუთარი თავი არ გაქვს მოწესრიგებული და აქ ჭეშმარიტ მეგობრად გვევლინება იოგა. სწორი ცხოვრების მარადიული ტრაქტატი,ფიზიკური და სულიერი სრულყოფის უნიკალური ხელოვნება. იოგა ეს არა მარტო ვარჯიშების ახალი კომპლექსია, არამედ ახალი მიდგომა ცხოვრებისადმი. იოგა ეს მიმდინარეობაა,რომელმაც მყარად გაიდგა ფეხი მსოფლიოში და რომელიც აერთიანებს ფიზიკურ სიჯანსაღეს, სულიერებას... და ამაში დიდი წვლილი შეიტანეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა. ფაქტია რომ იოგას მსემენელთა რიგებში საქართველოში ქალები ჭარბობენ. ცნობილია, რომ ქალს უკეთესად აქვს განვითარებული ინტუიცია, ვიდრე მამაკაცებს. ეს დიდი უნარი და თვისებაა, რომელსაც ადამიანი დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო შორდება. მარტო ლოგიკა არ გვიშველის, ხშირად შენს შინაგან ხმასაც უნდა დაუგდო ყური. ქალი არა მარტო ახალი სიცოცხლის ფუძე და საწყისია, არამედ მაგალითი, ეტალონი მშვიდობის, თანაარსებობის, თანხმობისა და სიყვარულის. სილამაზე, რომლის მიმართ არავინ არა ვართ გულგრილნი,განსაკუთრებით ქალები,შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ჩვენი წარმოდგენა სილამაზეზე, რატომღაც განისაზღვრება ფოტო-მოდელებისა და ჰოლივუდის ცნობილი ვარსკლავების სილამაზით და ვცდილობთ მათ დავემსგავსოთ მაკიაჟისა და პლასტიკური ოპერაციების დახმარებით. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ამ მხრივ კატასტროფული სურათი იქმნებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ქალები კორსეტებით ივიწროებდნენ წელს და შედეგად -გათიშვამდე მიყვანილი ფილტვები ლამის ეპიდემიად ქცეული ტუბერკულიოზი. ახლა კი ანალოგიურ სავალოლო როლს მოდად ქცეული,სიგარეტი ასრულებს. ფილტვები ჩვენი სხეულის ე.წ. ალაყაფის კარებია, ყველაზე დიდი ორგანო ორმხრივ განლაგებული, რომელიც ერთნაირი წარმატებით  ღებულობს როგორც კარგს ისე ცუდს.  თითოეული შესუნთქვა ეს არის გაწმენდის აქტი. ყოველი შესუნთქვით ორგანიზმს ვამარაგებთ ჟანგბადით,ხოლო ამოსუნთქვით ვათავისუფლებთ ნარჩენებისაგან ნახშიროჟანგის სახით. რომ შევასრულოთ ეს დიდებული აქტი, დახმარებისათვის მივმართავთ ისეთ საინტერესო კუნთს, როგორიცაა დიაფრაგმა.ეს არის გულის  შემდეგ ყველაზე აქტიური კუნთი ჩვენს ორგანიზმში. ის დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის სიგრძისაა, განლაგებული ჰორიზონტალურად გულმკერდსა და მუცლის ღრუს შორის. გულისა და ფილტვებისათვის ის წარმოადგენს იატაკს, ხოლო ღვიძლის, კუჭისა და ელენთასათვის ჭერს. დიაფრაგმით ანუ მუცლით სუნთქვის დროს, ის მოძრაობს ვერტიკალურად, სტიმულირებს საჭმლის მონელებასა და სისხლის მიმოქცევას, მასირებას უკეთებს როგორც გულმკერდის ისე მუცლის ღრუს ორგანოებს. სუნთქვის დროს სჯობს დაიცოთ ყურები და დახუჭოთ თვალები,გამორიცხეთ თქვენი გრძნობის ორგანოებიდან გარე სამყაროს „თეთრი“ ხმაური და დაიწყეთ მოგზაურობა, საკუთარ სხეულში ეცადეთ გაიგონოთ ზღვის ხმა თქვენი ორგანიზმის ნიჟარაში, მოუსმინეთ როგორ მიემართება თქვენი სუნთქვა ტალღისებურად მუცლის სიღრმეში და როგორ ბრუნდება უკან, გულის ნაპირებთან. ქალებისათვის ეს ადვილი წაროსადგენია, ვინაიდან დასაბამიდან მოსდევთ ინსტიქტიურად ყურადღების სითბოს, სიყვარულის მიმართვა და თავმოყრა იქ, იმ ადგილას სადაც ეგულება ან ელოდება მომავალ პირმშოს. სწორედ ამ ფაქიზ სამჭედლოში იჭედება და ყალიბდება კაცობრიობის მომავალი, მისი საღი თაობა. მონახეთ ყოველთვის დრო ასეთი საინტერესო მოგზაურობისათვის სადაც არ უნდა იყოთ, ეს გზა დროთაგანმავლობაში გაღრმავდება, გამდიდრდება და რაც არ უნდა ძნელად მოგეჩვენოთ ბოლოს მაინც სახლში მიგიყვანთ. არის ასეთი გამოთქმა „სუნთქვის გზა ეს არის საიდუმლოება, რომელიც ცნობილია ყველასათვის“.  ეს გზა ჩვენშია მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ, 24 საათის განმავლობაში გვძინავთ თუ ფხიზლად ვართ.  სიცოცხლეც ხომ ერთი დიდი გზაა, პირველი ღრმა შესუნთქვიდან ბოლო ღრმა ამოსუნთქვამდე და რომ გაიხანგრძლივოთ ეს გზა ყური დაუგდეთ თქვენს სხეულს, გაიხადეთ მეგობრად, მტრულად ნუ მოექცევით, მის ყოველ ძახილს გადარჩენის შესახებ ნუ ჩააჩუმებთ წამლებითა და არაბუნებრივი პროცედურებით. უარი თქვით სხვის შეხედულებებზე სილამაზის გარშემო, გამოიმუშავეთ საკუთარი და ურთიერთდამოკიდებულება სხეული-გონება, გახდება თქვენი მამოძრავებელი ძალა და თქვენი ჯანმრთელობის წინსვლისა და წარმატებების საწინდარი.

  გთავაზობთ სუნთქვით ვარჯშს, რომელიც როგორც ამომავალი მზე, აღვიძებს ახალისებს   ახალ-ენერგიას შთაბერავს თქვენს სხეულს თხემიდან ფეხის თითებამდე და ვფიქრობ ის გახდება ამოსავალი წერტილი, წყარო ახალი სიცოცხლისა, განსაკუთრებით ჩვენი ძვირფასი მანდილოსნებისათვის.

დაწექით ზურგზე, გამართეთ ფეხები ან მოხარეთ მუხლებში, დადეთ ხელის გულები მუცლის ოდნავ ქვემოთ დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. მიმართეთ თქვენი ყურადღება გულის ცენტრზე, ადგილზე განლაგებული მკერდის ძვალსა და ხერხემალს შორის. წარმოიდგინეთ თქვენ სუნთქავთ სწორედ ამ ადგილიდან ღრმად ჩაისუნთქეთ, გამობერეთ მუცელი დააკვირდით ჰაერის ნაკადი როგორ მიემართება ქვემოთ და როგორ ივსებით ამ ნაკადით. ამავე დროს როგორ მოძრაობს ვერტიკალურად ზემოთ ხელის მტევნები. ნელა ამოისუნთქეთ და ამოსუნთქვასთან ერთად შეწიეთ მუცლის კუნთები და თქვენ იგრძნობთ, როგორ ეშვება ქვემოთ თქვენი დიაფრაგმა. ერთდროულად წარმოიდგინეთ როგორ ბრუნდება ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი, ხელხემლის გასწრივ ისევ იმ გულის ცენტრში, საიდანაც დაიწყო მოძრაობა. დააკვირდით რამოდენიმე წუთს სუნთქვის ამ მოძრაობას ზემოდან ქვემოთ და პირიქით, თქვენ აუცილებლად მისი განუყოფელი ნაწილი გახდებით. როგორც ნაკადულის წყალი ამუშავებს და თანდათან თლის გზაზე კენჭებს, ზოგს უვარგისს შლის, ზოგისგან კი ძვირფას ქვებს აკეთებს, ისე მუშაობს ჩვენს ორგანიზმში ჰაერი. ყოველ შესუნთქვასთან ერთად და ასე უსასრულოდ.

 

 

ამას ამბობდნენ დასაბამიდან

ეძიე ქალი, მაგრამ რომელი?

ქალი ნახატი მხატვრის კალმითა

ქალი მეუღლე, ქალი მშობელი.

ვინძლო არ გაჭრას დედის ვედრებამ

კვლავ დაგვემუქროს დელგმა და თქეში

ეძიე ქალი ტროას კედლებთან

ქალი ელენე, ვარდებით ხელში.

ქალი და ვარდი, ვარდი და ქალი

ორთავე წმინდა და ხელთუქმნელი

არ მოგვკლებოდეს არც ერთი წამით

ვარდებისა და ქალის სურნელი.

                          

 

                                                                ზურაბ გოგეშვილი

                                                                                              01.03.2013 წელი