მედიტაცია და რელაქსაცია საუკეთესო საშუალებაა სტრესების შესაცირებლად, თავდაჯერებულობისა და კარგი ჯანმრთელობის მისაღწევად.
მედიტაცია კვებისას კარგია ჭარბი წონის კლებისთვის და აქვს სხვა ბევრი დადებითი მნიშვნელობა.
მისი განხორციელებისას უმჯობესია იყოთ მარტო გასაგები მიზეზების გამო. როდესაც მოგშივდებათ, მიუჯექით მაგიდას. შეისუნთქეთ ღრმად და ნელა ამოისუნთქეთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით საკვების მიღებას.
საკვების პირში მოხვედრისთანავე გააცნობიერეთ ღეჭვის პროცესი.
შეიგრძენით საკვების გემო, გააცნობიერეთ მნიშვნელობა, ნუ იჩქარებთ ამ ან სხვა მედიტაციის დროს.
პროცესში აღმოაჩენთ, რომ საკვების მიღების ტემპი ნელდება და თქვენ ნაყრდებით მანამ, სანამ მთლიანად დაასრულებთ საკვებს. გახსოვდეთ, რომ თუ საკვები დაგრჩათ თეფშზე, ყველაფერი რიგზეა.
შეასრულეთ ეს მედიტაცია თუნდაც დღეში ერთხელ და 14 დღის შემდეგ აღმოაჩენთ საკვების მიღებისა და რელაქსაციისადმი ახალ მიდგომას, რაც სასარგებლო იქნება თქვენთვის.