იოგაზე პირველად წელიწად ნახევრის წინ მივედი. მიხაროდა, ესე მითხრეს იოგა არა მარტო წელავსო, იოგა აჯანსაღებსო. მეც მივედი, თან ბედნერი ვიყავი. დაახლოებით 14 წლამდე ვვარჯიშობდი, თურმე იოგას ელემენტებსაც ვიყენებდი. ეს რა თქმა უნდა მერე მივხვდი, იოგაზე რომ დავიწყე სიარული. პირველი გაკვეთილი როგორი იყო? კატასტროფა!!! რასაც სხვები აკეთებდბნენ, ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი. როგორ არ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. უი, მე ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა, მე ნაინსულტარი ვარ. 26 წლის ასაკში ინსულტმაც იცის ხოლმე ზოგ-ზოგიერთების ორგანიზმში უცებ გაღვიძება. მოკლედ, პირველი გაკვეთილი ძალიან ცუდი იყო, ნუ ჩემთვის რა თქმა უნდა. მივხვდი, რომ მარტო უნდა ვიარო. გამარჯობა, იაკობ, მე შენი ახალი მოსწავლე ვარ. აქედან დაიწყო ჩემი და იოგას ურთიერთობა, თან იაკობის წამება. თავიდან რასაც ვაკეთებდი, თურმე ძალიან ადვილი იყო, ეხლა ვხვდები მაგას. არა, რასაც ეხლა ვაკეთებ, ეგეც ადვილია იმასთან შედარებით, იოგის მიმდევრები რომ აკეთებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადრე რომ გეთქვა ჩემთვის, აკრო იოგის ერთი-ორ ელემენტს გააკეთებო, ხმამაღლა დავცინებდი იმას, ვინც მაგას მეტყოდა. პირველი გაკვეთილის მერე მეორეც მოვიდა, მესამეც, და იმის მერე სულ დავდივარ, არ აქვს მნიშვნელობ იაკობი არის თუ არა ჩემ ხასიათზე, ან პირიქით, მე ვარ თუ არა იმის ხასიათზე. წესი ერთია, კვირაში სამჯერ მივდივარ იოგაზე. გაინტერესებთ რა არის იოგა ჩემთვის? იოგა ჩემთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩემი სტიმულია, ჩემი ენერგია, ჩემი გონება, ჩემი საზრდო, და საერთოდ, ჩემი ნება რომ იყოს, იოგით დავიწყებდი და დავამთავეებდი ნებისმიერ დღეს. იოგა ჩემში ცხოვრობს, და ყოველი მისვლის მერე უფრო მეტი იოგა იღვიძებს ჩემში, ვიდრე მანამდე არსებობდა.
უი, რაღაცის თქმა დამავიწყდა, მე ნაინსულტარი ვარ.
იოგაზე პირველად წელიწად ნახევრის წინ მივედი. მიხაროდა, ესე მითხრეს იოგა არა მარტო წელავსო, იოგა აჯანსაღებსო. მეც მივედი, თან ბედნერი ვიყავი. დაახლოებით 14 წლამდ