ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული საზოგადოების სწორი და ჯანსაღი ცხოვრების გზამკვლევის როლს, ისტორიულ ეტაპებზე, სხვადასხვა ტრადიციულ მოვლენებთან ერთად წარმოადგენდა ასეთი მოვლენების ჰუმანიზაციის პროცესები. დამკვიდრებულმა და განვითარების პროცესში მყოფმა ფასეულობებმა ქვეყნაში სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის გაცნობიერებასა და განვითარებაში საპატიო ადგილი უნდა დაიჭიროს.


ფედერაციის მიზანია საქართველოში იოგას კულტურის როგორც, გამაჯანსაღებელ სისტემად დამკვიდრება და განვითარება. მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე მცირე ადამიანი იოგას პრაქტიკით არის გატაცებული.


თანამედროვე იოგა თავისი ბუნებით, ამასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბების და განვითარების მომწესრიგებელი წესების დეფინიციით გამაჯანსაღებელი სისტემის ზოგადი ცნების კრიტერიუმებს სრულყოფილად აკმაყოფილებს. ამიტომ ფედერაციის ნებაა, რომ წარმოიშვას ასეთი სახეობის სრულყოფილი ნოვაცია, მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით იოგას ფენომენი, მოვლენა თავისი დანიშნულებითა და პრაქტიკული შედეგებით მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ფართო აქტუალობას განიცდის. ორგანიზაციები როგორც საერთაშორისო ისე, ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვან და სერიოზულ პროგრამებს სთავაზობენ საზოგადოებას პიროვნების გაჯანსაღების და ჯანსაღი ცხოვრების ხიბლის გაზიარებაში.


ფედერაციას დიდი იმედი აქვს, რომ ქართულ საზოგადოებასთან ერთად შესძლებს დასახული მიზნების განხორციელებას ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითრებასა და ნოვაციის საზოგადოებისათვის გაზიარებაში, ამასთან, თაობათა ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის პრიორიტეტულობის გათავისებასა და ტრადიციად დამკვიდრებაში.


ფედერაცია ასევე იმედოვნებს, რომ ქართულ საზოგადოებას გაუჩნდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატვის ნება კეთილი წამოწყების განვითარების და დამკვიდრების ხელშესაწყობად.

ფედერაციის პრეზიდენტი 
გიორგი ბერძენიშვილი