ერთი შეხედვით, წონის კლებისთვის ისეთი იოგას პრაქტიკა უნდა შევაჩიოთ, რომელიც აერობოლურ დატვირთვას მოიცავს, როგორებიცაა: აშთანგა ან სწრაფი-ტემპით შესრულებული ვინიასა მოძრაობები, მაგრამ როგორც უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებენ, იოგას უმსუბუქესი ფორმას, აღმდგენ იოგასაც, შეუძლია დაგვეხმაროს წონის მნიშვნელოვნად კლებაში. 

აღმდგენი იოგა ისეთი პრაქტიკა გახლავთ, რომელიც სარელაქსაციო პოზებს მოიაზრებს — როგორებიცაა სუპტა ბადდჰა კონასანა ან სარვანგასანა —  ამ დროს ვიყენებთ დამხმარე საშუალებებს: ბლოკებს, ქამრებს, მუთაქებს, ბალიშებს და სქელ ნაჭრებს. თითოეულ პოზაში დაყოვნება 5 - 10 წუთის განმავლობაში ხდება, ეს დამოკიდებულია გაჭიმვის ინტენსიურობაზე. საკმაოდ დიდი ხანია, რაც აღმდგენი იოგა რეკომენდებულია როგორც სტრესის შესამცირებელი საშუალება, ის გვეხმარება დაავადებათა მკურნალობაში და ზრდის მოქნილობასაც. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (National Institutes of Health study) მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორის, მარია არანეტას ხელმძღვანელობით ჩატარდა, აღმდგენი იოგა აგრეთვე კანქვეშა ცხიმის მოშორებაშიც გვეხმარება.

კვლებაში, რომელმაც 48 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადამიანთა ორი ჯგუფი მონაწილეობდა: ერთი, რომელშიც მარტივ გაჭიმვით ვარჯიშებს სისტემატურად ასრულებდნენ და მეორე, რომლებშიც რეგულარულად მისდევდნენ აღმდგენ იოგას. ორივე ჯგუფის მონაწილეებმა დაიკლეს წონა, მაგრამ აღმდგენი იოგას ჯგუფში მხოლოდ პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორჯერ მეტი წონა დაიკლეს, ვიდრე — მეორე ჯგუფში და შენარჩუნება შემდგომაც შესძლეს. აღმდგენი იოგას ჯგუფში კანქვეშა ცხიმის კლება 2.5-ჯერ აღემატებოდა გაჭიმვების ჯგუფს.

მკვლევრებს ჯერ არ აქვთ პასუხი იმაზე, თუ რა არის მიზეზი, რომ აღმდგენი იოგა ასე ეხმარება წონის კლებაში, თუმცა ერთ-ერთი მოსაზრებით ეს უკავშირდება კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს. ცნობილია, რომ კორტიზოლის მაღალი დონე ხელს უწყობს ჭარბწონიანობას, განსაკუთრებით მუცლის არეში, ხოლო იოგა, ძირითადად, კორტიზოლის დონეს ამცირებს. მაშასადამე, შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს ამ თვალსაზრისით, თუ რომელი სახეობის იოგას მისდევთ, მთავარია მისი შესრულების დროს სტრესის დონეს ამცირებდეთ.

ის ფაქტი, რომ აღმდგენი იოგა ჭარბი წონის კლებაში გვეხმარება, ძალიან კარგია იმ თვალსაზრისითაც, რომ იოგას ზოგიერთი აერობოლური სახეობა ძნელი შესასრულებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, ხოლო აღმდგენი იოგა კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აღმდგენი იოგას გაკვეთილები თბილისში

წყარო:

https://www.yogajournal.com/yoga-101/lose-weight-with-restorative-yoga