ალამბა — საყრდენი; სა — ერთად. შესაბამისად, სალამბა ითარგმნება როგორც «საყრდენით». სარვანგა (სარვა — მთელი, სრული; ანგა — კიდური ან სხეული) — «მთელი სხეული». ასანა მთელი სხეულისთვის სასარგებლოა და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
შესრულების ტექნიკა დამწყებთათვის
1.დაწექით ზურგზე და ფეხები გაჭიმეთ. მუხლისთავები ზემოთ მიმართეთ. დაუშვით ხელები იატაკზე მენჯის გვერდიგვერდ, ისე, რომ ხელისგულები იატაკს ეყრდნობოდეს (ფოტო 219). რამდენიმე ღრმა სუნთქვა შეასრულეთ.
2.ამოსუნთქვასთან ერთად მოხაეთ ფეხები მუხლის სახსრებში და თქვენკენ მოზიდეთ (ფოტო 220). ბარძაყებით მუცელს შეეხეთ.
ფოტო 219
ფოტო 220
3. ამოსუნთქვასთან ერთად მენჯი იატაკს მოაშორეთ, მოხარეთ ხელები იდაყვის სახსარში და ხელისგულები მენჯზე მოათავსეთ (ფოტო 221). შეასრულეთ ორი შესუნთქვა.
4. შეინარჩუნეთ სხეული ხელებით, ამოსუნთქვასთან ერთად ასწიეთ ტანი მაღლა, ისე, რომ გულმკერდის ძვლით ნიკაპს შეეხოთ (ფოტო 222).
5. კეფა, კისრის უკანა ნაწილი და მხრები, აგრეთვე იდაყვებიც, იატაკზე უნდა დარჩეს. ხელები ზურგის შუაში მოათავსეთ, როგორც 222 ფოტოზეა ნაჩვენები. შეასრულეთ ორი შესუნთქვა.
ფოტო 221 
ფოტო 222 
6. ამოსუნთქვასთან ერთად ფეხები გამართეთ და ფეხის თითები ჭერისკენ მიმართეთ (ფოტო 223, 224).
7. დაყოვნდით პოზაში 5 წუთის განმავლობაში. ისუნთქეთ თანაბრად.
8. ამოსუნთქვასთან ერთად ნელნელა ჩამოცურდით დაბლა, ზურგით იატაკს შეეხეთ, დაწექით იატაკზე და მოდუნდით.
9. თუ გაგიჭირდება სრული ვარიანტის შესრულება, გამოიყენეთ სკამი (ფოტო 225). დანარჩენ საკითხებში მიყევით ზემოთ აღწერილ ინსტრუქტაჟს.
ფოტო 223 
ფოტო 224 
ფოტო 225 
226 
227 
შესრულების ტექნიკა გამოცდილთათვის
1.დაწექით იატაკზე.
2.გაჭიმეთ ფეხები და მუხლები ზემოთ მიმართეთ. ხელები განზე გაშალეთ და მენჯს დააშორეთ, ხოლო ხელისგულები ზემოთ ამოაბრუნეთ (ფოტო 219).
ფოტო 228 
229 
230 
231 
3.რამდენიმე ღრმა სუნთქვა შეასრულეთ. ნელა ამოისუნთქეთ და ორივე ფეხი ერთდროულათ მოსწყვიტეთ იატაკს, ისე, რომ იატაკის მიმართ პერპენდიკულარულ პოზიციაში აღმოჩნდნენ (ფოტო 226, 227, 228). ამ მდგომარეობაში შეყოვნდით და შეისუნთქეთ. ფეხებს ნუ მოადუნებთ.
4.ხელისგულებით მსუბუქად დაეყრდენით იატაკს და ამოსუნთქვასთან ერთად ზურგი იატაკს მოსწყვიტეთ (ფოტო 229, 230, 231).
ფოტო 232
5. მაშინვე, როგორც კი ფეხები და ტანი ზემოთ აიწევა, ხელები იდაყვის სახსარში მოხარეთ და ხელისგულები ზურგის მხრიდან ნეკნებზე მიიდეთ, ხოლო მხრებით იატაკს დაეყრდენით (232).
6.გამოიყენეთ ხელისგულების საყრდენი ზურგის მიმართ იმისთვის, რომ ფეხები ვერტიკალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ (ფოტო 233). ამასთან ერთად, ნიკაპი გულმკერდის ძვალს უნდა ეყრდნობოდეს, რაც ყელის ჩაკეტვას ნიშნავს. ყელის ზონის შეკუმშვა და მდგომარეობა, რომლის დროსაც ნიკაპი გულმკერდის ძვალს ეხებ ჯალანდჯარა ბანდჰაა. ნიკაპი კი არ წაიღოთ მკერდისკენ, არამედ, პირიქით, მკერდი მიიტანეთ ნიკაპთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ხერხემლის დაგრძელებას ვერ შეძლებთ და პოზის სრულ ზემოქმედებას ვერ იგრძნობთ.
7. კეფა, კისერი და მხრები, აგრეთვე იდაყვებიც, იატაკზე უნდა დარჩეს. მთელი სხეული დანარჩენი ნაწილები იატაკის მიმართ პერპენდიკულარულად უნდა აიჭიმოს. ეს პოზის საბოლოო ვარიანტია. (234).
8.დასაწყისში შეიძლება გაგიჭირდეთ ფეხების ზუსტად ვერტიკალურად დაჭერა. იმისთვის, რომ პოზის კორექტირება მოვახდინოთ, ბარძაყის უკანა კუნთები მოჭიმეთ და ზემოთ წააგრძელეთ.
9.იდაყვები მხრების სიგანეზე უფრო განზე არ გაშალოთ. შეეცადეთ, მხრები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაჭიმოთ, ხოლო იდაყვები ერთმანეთისკენ მიმართოთ. თუ იდაყვებს ზედმეტად განზე გაშლით, სხეულს სწორად ვერ გამართავთ, და პოზა არ იქნება სრულყოფილი. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ კისერი არ იყოს გვედით გადახრილი, არამედ ერთ ხაზზე აღმოჩნდეს, ხოლო ნიკაპი გულმკერდს ეყრდნობოდეს. დასაწყისში შესაძლოა კისერი გვერდზე გადაიხაროს და თუ არ შევასწორებთ ამ პოზიციას, შესაძლოან ამან ტკივილი გამოიწვიოს, რასაც შესაძლოა ტრავმაც მოჰყვეს.
10.პოზაში დაყოვნდით არანაკლებ 5 წუთისა, თანდათანობით დრო 15 წუთამდე გაზარდეთ.
11.დაუშვით ზურგი, დაბლა ჩამოგორდით, იატაკზე გასწორდით და მოდუნდით.
ფოტო 233 
ფოტო 234 
მთელი სხეულის წონა კისერსა და მხრებზეა, ხოლო სხეულს ხელები იჭერს. სწორედ ამიტომ ეწოდება მას სალამბა სარვანგასანა ანუ სარვანგასანა საყრდენით. ამ პოზის უამრავი ვარიაცია არსებობს, რომლებიც მის დამატებას წარმოადგენენ.
ეფექტი
შეუძლებელია სარვანგასანას მნიშვლენობის გადაჭარბება. ეს პოზა ერთ-ერთი უდიდესი მადლია, ძველი ბრძენების მიერ ნაჩუქარი კაცობრიობისთვის. სარვანგასანა არის ყველა ასანას დედა. როგორც დედა ზრუნავს ოჯახის ჰარმონიასა და ბედნიერებაზე, ასევე ეს ასანა ადამიანის ორგანიზმში ჰარმონიასა და კეთილდღეობას ამყარებს. ეს არის წამალი, გავრცელებული დაავადებების უმეტესობის წინააღმდეგ. ადამიანის ორგანიზმში არსებობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც მარაგდებიან სისხლით, გამოყოფენ ჰორმონებსა და საჭირო ნივთიერებებს, რაც აუცილებელია სხეულისა და ტვინის კარგი ფუნქციონირებისათვის. თუ ამ ჯირკვლების ფუნქციონირება დარღვეულია და ჰორმონები არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა, მაშინ ორგანიზმის მდგომარეობა უარესდება.
ბევრი ასანა უშუალოდ მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე და ეხმარება მათ კარგ ფუნქციონირებაში. სარვანგასანა განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს ფარისებრ და პარაფარისებრ ჯირკვლებზე, რომლებიც ყელის არეშია მოთავსებული, ვინაიდან ჯალანჰარა ბანდჰა უზრუნველყოფს ამ ჯირკვლებში სისხლის კარგად მიწოდებას. გარდა ამისა სხეულის თავდაყირა მდგომარეობის გამო ვენური სისხლი, სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, თავისუფლად მიეწოდება გულს. ეს კი აძლიერებს ჯანმრთელი სისხლის მიწოდებას ყელისა და მკერდის არეში, რის შედეგადაც შვებას იღებენ ჰაერის უკმარისობით, გულის აჩქარებით, ასთმით, ბრონჰიტით და ცხვირხახის დაავადებების მქონენი. ვინაიდან თავი ამ თავდაყირა პოზაში უძრავია, ხოლო სისხლის მიწოდება რეგულირდება ჯალანჰარა ბანდჰით, ნერვულის სისტემა მშვიდდება და თავის ტკივილები (თუნდაც ქრონიკული) ქრება. ამ ასანის ხანგრძლივი პრაქტიკა აღმოფხვრის ყოველგვარ გაციებას, სურდოს და სხვა ცხვირხახის დაავადებებს. სარვანგასანას ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელ ზემოქმედებას, შვება მოაქვს მათთვის, ვისაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა, გაღიზიანებადობა, ფეთქებადობა, ნერვიული გულყრები და უძილობა. თავდაყირა პოზიცია, ასევე დადებითად ზემოქმედებს მუცლის ღრუს ორგანოებზე, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას და კურნავს კუჭშეკრულობას. ამის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება ტოკსინებისაგან, უმჯობესდება გუნება-განწყობა და იგრძნობა ენერგიის მოზღვავება.
ეს ასანა ეხმარება შარდსასქესო ორგანოების ფუნქციონირების დარღვევის, საშვილოსნოს დაწევის, მენსტრუალური დარღვევის, ბუასილის და თიაქარის დროს. ასევე ეხმარება ეპილეფსიის, დაბალი სიცოცხლისუნარიანობის და ანემიის შემთხევაშიც.
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ ადამიანი რომელიც რეგულარულად ასრულებს სარვანგასანას, იგრძნობს ძალების მოზღვავებას, იქნება ბედნიერი და თავდაჯერებული, ახალი სასიცოცხლო ძალები გამოიღვიძებენ მასში, გონება დამშვიდდება და შეიგრძნობს ცხოვრების ხალისს. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ამ ასანის დღეში ორჯერ შესრულება საშუალებას მოგცემთ აღიდგინოთ დაკარგული ჯანმრთელობა. სარვანგასანას ციკლი ასტიმულირებს მუცლის ღრუს ორგანოებს, აძლევს შვებას კუჭისა და ნაწლავების წყლულით, მუცლის ტკივილებით და კოლიტით დაავადებულებს.
მათ, ვისაც აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, სარვანგასანას შესრულება, მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, როდესაც კარგად აითვისებენ ჰალასანას(გუთნის პოზას) და შეძლებენ მასში სამი წუთით დაყოვნებას.
სარვანგასანას ციკლი
ქვემოთ აღწერილი ვარიაციები შეიძლება შესრულდეს სარვანგასანაში 5-10 წუთიანი (ან შესაძლოა უფრო ხანგრძლივი დროით) დაყოვნების შემდგომ. თითოეული 20-30 წამის განმავლობაში შეასრულეთ ორივე მხარეს, ჰალასანას გამოკლებით: რადგან ამ უკანასკნელში უმჯობესია 3-5 წუთის განმავლობაში დაყოვნება.
ბ.კ.ს აიანგარი