რატომ იოგა?
გინდა იცინო, გინდა იყვირო, გინდა იტირო, გინდა იჩხუბო, გინდა ჩუმად იჯდე, გინდა იფიქრო, გინდა იმოგზაურო, გინდა გიყვარდეს, გინდა იმუშაო, გინდა იკითხო, გინდა ჭამო, გინდა დალიო. . .
და ყველა ამ სურვილებით შეპყრობილი აღმოჩნდები იოგას გაკვეთილზე. საოცრად მშვიდ, პოზიტიურ გარემოში. გესმის მშვიდი მუსიკა, იცმევ თავისუფალ ტანისამოსს და ერთი სამყაროდან გადათავსდები მეორე სამყაროში. მშვიდდები, გონებას ადუნებ, ივიწყებ პრობლემებს, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ გაწვებოდა ქვეცნობიერზე და იწყებ სუთქვას. დიახ, სუთქვას! აი ამ დროს აცნობიერებ რომ სუნთქავ, ცოცხალი ხარ და აკეთებ იმას რისი გაკეტებაც გულით გსურს. 
ხარ სიმშვიდის, სიჯანსაღის და ქვეცნობიერის ულამაზეს გარემოში. ვვარჯიშობ ჩუმად და მიჰყვები შენს ფიქრებს, ბრუნდები იმ ადგილას სადაც ყველაზე მეტად გინდა იმ წამს ყოფნა. მაგრამ ეს ფიქრებიც ნელნელა იფანტება და აღმოჩნდები იოგას სამყაროში. იოგას როგორც ფილოსოფიის და არა როგორც სპორტის სამყაროში. ავარჯიშებ სხეულს, ცდილობ გაზარდო პლასტიკურობა, გაიყუჩო ხერხემლის ტკივილები, დაასვენო თვალები და ამადროულად აღმოჩნდე უცნობ გარემოში. გარემოში, რომელშიც დღის განმავლობაში ვერ მოხვდები. გარემოში, სადაც ყველა ერთია და სადაც ყველას საერთო ინტერესები აერთიანებს. გარემოში, სადაც ყველას ავიწყდება ვინ არის, რას საქმიანობს და რა პრობლემები აწუხებს.
უამრავი ფიქრებით და გეგემების დალაგებით გონება გადატვირთულია, ყოველდღიური რუტინით ხასიათი გაფუჭებულია და ამ ყოველივეს გამო გინდა გადაეშვა უფსკრულში. მაგრამ საკმარისია დაიწყო სუნთვითი ვარჯიშები, რომ წამიერად ყველაფერი დაივიწყო და პოზიტიურად დაიმუხტო. 
მშვიდი მუსიკა გეხმარება გონების მოდუნებაში. როგორ გადის დრო ვარჯიშის დროს ვერც კი აცნობიერებ. ეშვები რელაქსაციის მორევში, ადუნებ სხეულის თითოეულ ნაწილს და გონება გადაგაქვს თბილ, მზიან მხარეში, იღიმი შინაგანად, უღიმი საკუთარ თავს და მთლიან სამყაროს, ახელ თვალებს, ბრუნდები გვერდზე და მშვიდი, თბილი, პოზიტიური ღიმილით დგები ფეხზე. 
ასეთივე სიმშვიდით და პოზიტივით დამუხტული გადიხარ ქუჩაში და მიუყვები სახლისკენ მიმავალ გზას. შინაგანად დამშვიდებულს ყველა პრობლემა მოგვარებული გეჩვენება და ახალი დღის დაწყებაც გიხარია. 
მსგავს სულიერ სიმშვიდეს შეგიძლიათ დაეუფლოთ იოგას სახლში (Yoga House). . .