დევიდმა იოგას პრაქტიკა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი მისი უფროსი ძმა დაგი იყო. ისინი ჰათჰა იოგას იმ წიგნებიდან სწავლობდნენ, რაზედაც ხელი მიუწვდებოდათ.
დევიდი აშთანგა იოგას პირველად 1973 წელს გაეცნო, როდესაც დევიდ უილიამს და ნენსი გილფს შეხვდა კალიფორნიაში. 1975 წელს დევიდმა და ნენსიმ კ. პატტაბჰი ჯოისი პირველად ჩამოიყვანეს აშშ-ში და სვენსონმაც მოახერხა მასთან ყოფილიყო. მას შემდეგ დევიდმა უშუალოდ ოსტატისგან განაგრძო აშთანგა იოგას შესწავლა. სვენსონი პირველად 1977 წელს ეწვია მაისორს და შეისწავლა სრულად აშთანგა იოგას სისტემა, ზუსტად ისე, როგორც კ. პატტაბჰი ჯოისი ასწავლიდა.
დევიდ სვენსონი აშთანგა იოგას წამყვან პრაქტიკოსად და ინსტრუქტორად არის აღიარებული.