კინო მაკგრეგორი იოგას საერთაშორისო დონის სპეციალისტი გახლავთ. ისაა ორი წიგნის ავტორი, აშთანგა იოგას 6 DVD ნაკრების პროდიუსერი, მწერალი, ბლოგერი და მსოფლიო მოგზაური. ასევე თანადამფუძნებელი "Miami Life Center"-ისა (www.miamilifecenter.com) და " Miami Yoga Magazine"-სა (www.miamiyogamagazine.com). აღსანიშნავია, რომ კინოს YouTube არხს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი მნახველი ყავდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის გახლავთ აშთანგა იოგას დამაარსებლის შრი კ. პატტაბჰი ჯოისის (ინდოეთი, მაისორი) მიერ სერთიფიცირებული მოსწავლე ადამიანთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელთაც შეუძლიათ კვალიფიციურად შეასწავლონ ეს დისციპლინა.
კინო მაკგრეგორმა იოგას ვარჯიში თვდაპირველად დაიწყო 19 წლის ასაკში. ამ პერიოდისთვის მას არ ჰქონდა მოძრაობის პრაქტიკის რაიმე საფუძველი. სამი წლის შემდეგ იგი შეუერთდა "Govinda Kai's Mysore-style" კლასესბს ნიუ იორკში და გახდა აშთანგა იოგას ერთგული პრაქტიკოსი. შვიდი თვის ტრადიციული პრაქტიკის შემდეგ კინო მაკგრეგორი გაემგზავრა ინდოეთში თავის მასწავლებელთან (შრი კ. პატტაბჰი ჯოისი ("Guruji") შესახვედრად. დაბრუნების შემდეგ მან ვარჯიში დაიწყო განმარტოვებულად, თავი მთლიანად მიუძღვნა აშთანგა იოგას შესწავლას. მაისორში შვიდ წლიანი თანმიმდევრული ვიზიტების შემდეგ, 29 წლის ასაკში მან გურუჯისაგან მიიღო სერტიფიკატი აშთანგა იოგას სწავლების უფლების დასტურად. მას შემდეგ იგი ერთგულად მიჰყვება თავის საქმიანობას და არის მრავალი სხვა ადამიანის შთაგონების წყარო. მაიამიში მან იოგას პრაქტიკისათვის შექმნა სივრცე, რომლის მეშვეობითაც გააერთიანა იოგას ცნობიერებისა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობის საკითხი.
2006 წელს კინომ მეუღლესთან, ტიმ ფელდმენთან ერთად დააარსა" Miami Life Center",www.miamilifecenter.com, სადაც თავადვე მართავენ ყოველდღიურ იოგა კლასებს. ისინი ასევე ერთად მოგზაურობენ და შემუშავებული აქვთ საერთაშორისო სწავლების გრაფიკი.
კინო მაკგრეგორის პროდუქცია მოიცავს აშთანგა იოგას ექვს DVD კურსს (კინო მაკგრეგორი-მოგზაურობა - სემინარი, აშთანგა იოგას ძირითადი სერია, აშთანგა იოგას შუალედური სერია, აშთანგა იოგას მესამე სერია, შესავალი-აშთანგა იოგას საწყისები, აშთანგა იოგა-პრაქტიკა სახლის პირობებში ).
კინოს პირველი წიგნი, "წმინდა ცეცხლი" , გამოიცა 2012 წლის ივნისში " Harmony Publishers UK"-ის მიერ. მისი მეორე წიგნი, "The Power of Ashtanga Yoga" , დეტალურად შეისწავლის აშთანგა იოგას ძირითად სერიას. კინოს YouTube არხმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. არსებული ვიდეორგოლები უზრუნველყოფს იოგა-პრაქტიკას და განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის მთელს მსოფლიოში.
კინო მაკგრეგორმა გადაწყვიტა თავად ეტვირთა აშთანგა იოგას ე.წ. ჩირღდნის ტარება მსოფლიო მასშტაბით. მან საფუძველი ჩაუყარა საოცარ ტრადიციას - გაუზიაროს აშთანგა იოგა ყველას, ვინც მის პრატიკაში ჩადგომას მოისურვებს. კინო ეხმარება სტუდენტებს, რათა მათ სიღრმისეულად შეიცნონ იოგა. ცოდნა კი უნდა აისახოს სულიერ ძალაში, დაბალანსებულ მოქნილობასა და ემოციურ წონასწორობაში.
კინო მაკგრეგორი ასევე მონაწილეობას ღებულობს ყოველთვიურ " Go Zero" პროექტში, რაც თავის მხრივ, პლანეტის მოფრთხილებასა და გარემოს დაცვას გულისხმობს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი კინო ცდილობს ერთად მოუყაროს თავი ერთგულ მსახურებასა და იოგა ცნობიერებას . ის მთელი თავისი არსებობის მანძილზე ხვეწს და აუმჯობესებს იოგას სწავლების დონეს. კინო მაკგრეგორი საზოგადოების წინაშე წარსდგა ისეთი ტელე - შოუებით, როგორიცაა Miami Beach’s Plum TV და CBS-ის დღის შოუ. ასევე დაამშვენა არაერთი იოგა-ჟურნალი, მათ შორის: "Yoga Mind Body Spirit" , "Yoga Joyful Living", "Travel & Leisure ", "Ocean Drive", "Boca Raton" ," Florida Travel & Life" , Six Degrees Magazine.
იგი ასევე გვევლინება ბლოგერად - " Elephant Journal"-ში , "MindBodyGreen"-ში, "Myyogaonline"- სა და იოგა ჟურნალისთვის ბრიტანეთში.