მაისორის სტილი არის აშთანგა იოგას ინდივიდუალური პრაქტიკა ჯგუფში, როდესაც მასწავლებელი თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე ადგენს პროგრამას.
აშთანგა იოგა ინტეგრირებული ფსიქო-ფიზიკური სისტემაა და გვაძლევს ფიზიკური მოქნილობის და სხეულის გამკვრივების საშუალებასთან ერთად ფსიქოლოგიურ წონასწორობას და ჯანმრთელობას.
მაისორის კლასი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ საწყის ეტაპზე თქვენ იწყებთ 30-40 წუთიანი პრაქტიკით, ხოლო შემდეგ, თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პრაქტიკის ხანგრძლივობა შესაძლებელია 60-90 წუთიც და მეტიც იყოს (თქვენს სურვილზეც არის დამოკიდებული). ვინაიდან გაკვეთილი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს, არ არის აუცილებელი დასაწყისში მიხვიდეთ. შესაძლებელია მობრძანდეთ ნებისმიერ დროს, არაუგვიანეს გაკვეთილის დასრულებიდან ნახევარი საათისა.
მაისორის სტილის ფორმატი მისაღებია, როგორც დამწყებთათვის, ისე მრავალწლიანი გამოცდილების მქონეთათვის. არ არის ასაკობრივი ზღვარი და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების შემთხვევაში საუკეთესო მეთოდია ვინაიდან ინდივიდუალური მიდგომა იძლევა ყველა პრობლემისა და დეტალის გათვალისწინების საშუალებას.